სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი"
იყავი აქტიური ყველგან და ყოველთვის!
"არასამთავრობო/სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე"
“Ensuring Participatory Decision Making Processes at Regional and National Levels by Empowering NGOs/CSOs”
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა
(2022 – 2027)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, PH International - საქართველო იწყებს ახალ, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას. პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას.
პროგრამის შესახებ
პროგრამაში მონაწილეობისთვის შეირჩა 650 სკოლა. სკოლების სია დამტკიცდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. პროგრამა იმუშავებს მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხუთი წლის მანძილზე პარტნიორ სკოლებს დახმარებას გაუწევს შემდეგი მიმართულებებით:
-
სამოქალაქო განათლების ინტერაქტიული სასწავლო რესურსების შექმნა;
-
სკოლის დირექტორებთან მუშაობა სკოლაში დემოკრატიული კულტურის დანერგვის მიზნით, სკოლის მართვის ფორუმები, დირექტორებს შორის გამოცდილების გაზიარება, ლიდერი სკოლების გამოკვეთა და დაჯილდოება;
-
სკოლის დირექტორების მხარდაჭერა მონაწილეობაზე ორიენტირებული დემოკრატიული სასკოლო გარემოს უზრუნველსაყოფად;
4. მოსწავლეთა თვითმმართველობების ქსელის შექმნა და მხარდაჭერა;
5. სასკოლო პროექტების დაფინანსება;
6. სხვადასხვა საგნის მასწავლებელთა თანამშრომლობის გაძლიერება სკოლაში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიზნით;
7. სასკოლო სამოქალაქო კლუბების მხარდაჭერა;
8. სამოქალაქო განათლების წლიურ კონფერენცია-გამოფენებში მონაწილეობა;
9. მოსწავლებისა და მასწავლებლებისთვის ციფრული ლაბორატორიების, ჰაკათონების, ონლაინ საზაფხულო სკოლების ორგანიზება;
10. სკოლასა და უნივერსიტეტს შორის კავშირის გაღრმავება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სკოლებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას, ბიზნესისა და სკოლის წარმომადგენლებისთვის გაიმართება ბიზნესფორუმები, სადაც მოსწავლეები და სკოლის სხვა წარმომადგენლები ბიზნესს საკუთარ საჭიროებებსა და იდეებს გააცნობენ და მათი მხრიდან მხარდაჭერას მიიღებენ.
სასკოლო ინიციატივების წასახალისებლად იმოქმედებს მცირე გრანტების პროგრამა, რაც ხელს შეუწყობს სკოლებში, ერთი მხრივ, მოსწავლეთა თვითმმართველობებისა და, მეორე მხრივ, დემოკრატიული კულტურის დანერგვას სკოლაში.
ასევე გაიცემა გრანტები ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობენ მოსწავლეებსა და პედაგოგებს სკოლისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო ინიციატივების განხორციელებაში.
გრანტებს მიიღებენ უნივერსიტეტებიც, ხელი შეეწყობა მომავალი პედაგოგების /სტუდენტების სასკოლო პრაქტიკას. სასკოლო პრაქტიკის მანძილზე სტუდენტები იმუშავებენ მოსწავლეთა თვითმმართველობებსა და კლუბებთან და მათ პროექტების განხორციელებაში დაეხმარებიან.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ორგანიზაცია PH International-ის (პროექტი ჰარმონია) შემდეგ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელებს:
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი
პროფესიული განვითარების მრავალ შესაძლებლობას შესთავაზებს პედაგოგებს ორგანიზებას გაუწევს დემოკრატიული სკოლების ფორუმს და საუკეთესო პრაქტიკის წარმოჩენას. კონკურსის წესით მოხდება დემოკრატიული სკოლების გამოვლენა და დაჯილდოება. კონკურსში გამარჯვებული სკოლები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ სხვა სკოლებს როგორც თავიანთ რეგიონში, ასევე მთელი საქართველოს მასტაბით გამართავს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა კონფერენცია-გამოფენებს, სადაც დაჯილდოვდებიან სამოქალაქო განათლების საუკეთესო პედაგოგები. მოაწყობს ონლაინ ოლიმპიადებს სამოქალაქო განათლებაში, შექმნის სამოქალაქო განათლების სამაგიდო თამაშებს და საილუსტრაციო პროექტების კრებულს
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში
მერიკული აკადემიის მიერ დაფუძნდება მოსწავლეთა თვითმმართველობების ქსელი ხელი შეეწყობა სხვადასხვა სკოლების მოსწავლეთა შორის გამოცდილების გაზიარებას და მოსწავლეთა პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას. ამერიკული აკადემია პროგრამაში ჩართულ სკოლებს გააცნობს მის გამოცდილებას მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობისა და სკოლის დემოკრატიული მართვის მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მიზნით შედგება ვიზიტები და ონლაინ შეხვედრები. ჩატარდება სემინარები პედაგოგებისთვის ჰარკნესის სასწავლო მეთოდოლოგიაში, რომელიც დისკუსიის მეშვეობით სწავლებას მოიცავს. შეიმუშავებს სამოქალაქო განათლების ციფრულ კურსებსა და სასწავლო რესურსებს სკოლებისათვის.
ჯეოლაბი
ჯეოლაბის მიერ შეიქმნება სამოქალაქო განათლების პორტალი, რომელზეც განთავსდება სხვადასხვა ციფრული რესურსი მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის. ეს რესურსები სკოლებს სამოქალაქო განათლების გაკვეთილისა და აქტივობების საინტერესოდ წარმართვაში დაეხმარება. პედაგოგებისთვის ჩატარდება ტრენინგები ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების შესახებ. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ცოდნა ვებდიზაინში, პროგრამირებაში, მობილური აპლიკაციებისა და სამოქალაქო განათლების თამაშების შექმნაში. ამ ცოდნის გამოყენებით ისინი ეფექტიანად განახორციელებენ სამოქალაქო განათლების პროექტებს.
ამერიკული ორგანიზაცია „რეზონანსი“
დაეხმარება პროგრამას სკოლების მხარდასაჭერად კერძო სექტორის მობილიზებაში, სკოლებსა და ბიზნესკომპანიებს შორის კავშირების გამყარებაში, რათა ბიზნესმა მოსწავლეთა და სკოლების ინიციატივები დააფინანსოს 5 წლის მანძილზე პროგრამის პარტნიორ სკოლებთან თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში იმუშავებს 11 რეგიონული პარტნიორი ორგანიზაცია.
რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციები
სკოლებს მიაწვდიან რესურსებს მოსწავლეთა პროექტებისთვის. ხელს შეუწყობენ მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობას სკოლის ცხოვრებაში. დახმარებას გაუწევენ სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს , უზრუნველყოფენ მათ მიერ მიღწეული წარმატების სხვა სკოლებისთვის გაზიარებას, საუკეთესო პრაქტიკის წარმოჩენას. დაეხმარებიან სკოლებს ადგილობრივ თვითმმართველობებთან და ბიზნესთან სასარგებლო კავშირების დამყარებაში. ორგანიზებას გაუწევენ სხვადასხვა კომპანიაში მოსწავლეთა სტაჟირებას, რაც მოსწავლეებს პროფესიულ ორიენტაციაში დაეხმარება.
-
თბილისი - ფონდი „თბილისის მოზარდთა სახლი“
-
აჭარა - ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი
-
ქვემო ქართლი - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია (სიქა)
-
კახეთი - მედია ცენტრი კახეთი
-
იმერეთი - სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“
-
სამცხე-ჯავახეთი - ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი
-
გურია - ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი
-
სამეგრელო-ზემო სვანეთი - ასოციაცია „ათინათი“
-
შიდა ქართლი - სამცხე-ჯავახეთი - საზოგადოება „ბილიკი“
-
მცხეთა-მთიანეთი - ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი
-
რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი - ფონდი აფხაზინტერკონტი