top of page

GAME ზონა

117348959_101891021634344_11142034128069

პროექტი „GAME ზონა“ იქნება ახალგაზრდებისთვის ალტერნატიული სივრცე ბაღდათში. 


პროექტის ფარგლებში უკვე შეირჩა 5 ახალგაზრდული მუშაკი, რომლებიც გეიმიფიკაციის მეთოდის გამოყენებით ჩაატარებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო თამაშებს და სავარჯიშოებს, დაეხმარებიან ინიციატივების განხორციელებაში ახალგაზრდებში პიროვნული, მოქალაქეობრივი და სხვა კომპეტენციების განვითარების მიზნით. 

პროექტის „GAME ზონა“ მიზანია ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-დან 29-წლამდე ახალგაზრდებისათვის ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ პიროვნული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განვითარებას, გააქტიურებას და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვას. 

პროექტის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტში შეიქმნება ახალგაზრდული პლათფორმა “Game ზონა“ რომელიც ახალგაზრდული ცენტრის მოდელია და იგი, 3 ძირითადი მიმართულებით იმუშავებს:

1) ახალგაზრდებისათვის მუდმივად ხელმისაწვდომი ალტერნატიული თავშეყრის, გართობისა და დასვენების სივრცე;

2) კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების განვითარების პლატფორმა, რომელიც GAME ზონაში ახალგაზრდული მუშაკების მიერ ჩატარებული თამაშებით იქნება შესაძლებელი;

3) და ინიციატივების წახალისების, განვითარებისა და მხარდაჭერის პროგრამა.

120037523_132027688620677_66246027395247
119108508_125118065978306_85118537161560

პროექტს ახორციელებს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და იგი დაფინანსებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას და არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებისთვის ძირითადი საკვანძო კომპეტენციების გადაცემას.

bottom of page