სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი"
იყავი აქტიური ყველგან და ყოველთვის!
"არასამთავრობო/სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე"
“Ensuring Participatory Decision Making Processes at Regional and National Levels by Empowering NGOs/CSOs”
RICDOG წევრობა
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგი" ყოველი წლის 17 ნოემბერს, წევრთა მიღებას მართავს, სადაც წევრები ერთი წლის ვადით შეირჩევიან.
წევრობის კანდიდატებმა ინდივიდუალური გასაუბრება (ოფლაინ ან ონლაინ) უნდა გაიარონ დამფუძნებლებთან. კანდიდატს უნდა გააჩნდეს რომელიმე 1 მოქმედი გამგეობის წევრის რეკომენდაცია.
წევრთა მიღებაზე წევრის სტატუსის მოპოვების შანსი აქვს ყველა ადამიანს, რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმს (გამგეობის წევრთა გადაწყვეტილებით, შესაძლებელია კრიტერიუმების ცვლილება):
-
ყველა RICDOG Freelancer, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული სახის თანამშრომლობა ორგანიზაციასთან;
-
ყველა, ვისაც აქვს მინიმუმ 2 პროექტში მონაწილეობა მიღებული და პროექტების ჯამური დრო შეადგენს არანაკლებ 6 თვეს;
-
NLP პროგრამის მონაწილეებს, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს აღნიშნული პროგრამა;
-
ადამიანები, რომლებიც ორგანიზაციას დაეხმარნენ სხვადასხვა დროს და მიუძღვით განსაკუთრებული წვლილი;
აუცილებელი მოთხოვნებია:
-
ყველა დაინტერესებული პირი, ვინც იზიარებს ორგანიზაციის ფასეულობებს;
-
18+ ასაკის ადამიანები;
-
პირი, რომელსაც გააჩნია რომელიმე 1 მოქმედი გამგეობის წევრის რეკომენდაცია.
-
წესების თანახმად ყველა წევრობის კანდიდატმა ინდივიდუალური გასაუბრება უნდა გაიაროს დამფუძნებლებთან.
-
წევრთა მაქსიმალური რაოდენობა 20-ია, რაოდენობაში შედის გამგეობის წევრები.
-
გამგეობის წევრები იტოვებენ უფლებას წლის მანძილზე წევრის სტატუსი მიანიჭონ ნებისმიერ პირს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წევრთა რაოდენობა არ აღემატება 20-ს.
-
წლის მანძილზე წევრის სტატუსის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც მიიღებს NLP პროგრამის კურსდამთავრებულის სტატუსს.
-
გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია წევრის სტატუსის 18- პირებისთვის მინიჭება, თუკი გამგეობის წევრები/დამფუძნებლები თვლიან რომ ისინი დაკისრებული მოვალეობების შესრულებას შეძლებენ. არასრულწლოვანი წევრების მაქსიმალური რაოდენობა - 5.
-
RICDOG წევრები შეიძლება გახდნენ ნებისმიერი ეროვნებისა და ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში ან საქართველოს საზღვრებს გარეთ და მათი სამუშაო არეალი შეიძლება განისაზღვროს როგორც ადგილზე ისე დისტანციური მუშაობით.