სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი"
იყავი აქტიური ყველგან და ყოველთვის!
"არასამთავრობო/სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე"
“Ensuring Participatory Decision Making Processes at Regional and National Levels by Empowering NGOs/CSOs”
საქველმოქმედო კამპანია
„ის მაინც არსებობს“
ის მაინც არსებობს - ჩემი, შენი და მთელი ქალაქის საახალწლო ტრადიციაა!
აქცია-ღონისძიება „ის მაინც არსებობს“ იდეა წლების წინ ორგანიზაციის იმ დროინდელ წევრს ელისო გეგენავას ეკუთვნის, იგი დამოუკიდებლად ეხმარებოდა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც მხოლოდ ერთი მშობელი ყავდათ.
მას შემდეგ რაც ეს იდეა ელისომ ორგანიზაციაში გაავრცელა ორგანიზაციის წევრებმა სწრაფად აიტაცეს იგი და მას უფრო დიდი მასშტაბი შესძინეს. დროთა განმავლობაში კამპანია „ის მაინც არსებობს“ ირგვლივ მრავალი ტრადიცია ჩამოყალიბდა და ის საერთო ქალაქის საქველმოქმედო ტრადიციულ აქციათ, ტრადიციული მონაწილეებით იქცა.
აქცია-კამპანიისთვის ნოემბრის თვეში იწყება მზადება, რომელშიც ორგანიზაციის წევრები, მოხალისეები და ელფები ერთვებიან იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი ოჯახის დახმარება შეძლონ.
ორგანიზაციის მოხალისეები ამზადებენ ხელნაკეთ ნივთებს, აცხობენ მაფინებს, ამზადებენ ცხელ შოკოლადებს და ქალაქის ტერიტორიაზე მათი გაყიდვით იწყებენ თახნის შეგროვებას.
ორგანიზაციის წევრები მუშაობენ სპონსორების მიმართულებით, ეძებენ კომპანიებს რომლებიც პროდუქტით ან თანხით დაუჭერენ მხარს აქცია- ღონისძიებას.
საჩუქრების ყუთი ქუთაისის სავაჭრო ცენტრში „ქარვასლა“
2021 წლიდან „ქარვასლის“ მესამე სართულზე ელფები ანთავსებენ „ის მაინც არსებობ“ საჩუქრების ყუთს, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეწიროს ნებისმიერი ნივთი ბავშვებისთვის.
სპონსორების ძებნის პარალელურად იგეგმება მთავარი ღონისძიება, რომელიც დეკემბრის თვის ბოლოს ტარდება.
ღონისძიება რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტისგან შედგება:
ფლიმარკეტი
ღონისძიებაზე სივრცე ეთმობა ფლიმარკეტს, სადაც გამოტანილია სხვადასხვა ნივთები გასაყიდად და სტუმრებს შეუძლიათ შეიძინონ საახლწლო ნივთები.
ლოტორეა
2022 წლიდან RICDOG-მა ახალი ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი. ყველა მოსული სტუმარი გარკვეული რაოდენობის თანხის შესაბამისად იღებს ლოტორეის ტალონს, რომლის მეშვეობით ღონისძიების განმავლობაში შეიძლება საჩუქარი მიიღოს ორგანიზატორებისგანს.
აუქციონი
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ელემენტია აუქციონი, რომელზეც მთელი წლის განმავლობაში მუშაობენ ორგანიზაციის წევრები, მეგობრები და დაახლოებული პირები.
აუქციონზე ხვადასხვა ქვეყნებში, მოგზაურობის დროს, შეგროვებული ნივთები იყიდება.
აუქციონი სტუმრებისთვის ღონისძიების ყველაზე საყვარელი ნაწილია.
ურიკების ქარავანი
ორგანიზაციის წევრები და მოხალისეები ურიკებით სტუმრებენ სხვადასხვა ბაზრობებს. ეს კოსტუმირებული პროცესიაა, სადაც მათ თან ახლავთ თოვლის ბაბუა და მისი ჯუჯები. ამ დროს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაუგზავნონ საჩუქარი სოციალურად დაუცველ ბავშვებს.
საახალწლო ღამე - სტუმრობა შერჩეულ ოჯახებში
31 დეკემბერს დილიდან დიდი სამზადისი იწყება RICDOG-ის ოფისში. ორგანიზაციის წევრები, მოხალისეები, ელფები და ორგანიზაციის მეგობრები ადრიანად იკრიბებიან და ნობათების დახარისხებას იწყებენ.
საახალწლო ღამის დადგომისას, 10:00 საათზე მორთული ქარავნით ხდება ოჯახებში სტუმრობა. ოჯახებს ურიგდება პროდუქტები და საჩუქრები. თოვლის ბაბუა და სხვა ზღაპრების გმირები ბავშვებს სურვილებს უსრულებს და საჩუქრებს გადასცემს. საახლწლო სტუმრობაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პროცესი ღამის 10:00 საათიდან, დილის 06:00 -მდე გრძელდება.
აქედან გამომდინარე ჩამოყალიბდა ახალი წლის გარეთ შეხვედრის ტრადიცია.
24:00 საათზე ქარავანი ჩერდება და მონაწილეები ერთმანეთს ახალ წელს ულოცავენ და სურვილებს უზიარებენ.
ორგანიზაცია ყველა მსხვილ და დაინტერესებულ შემომწირველს უგზავნის კამპანიის ანგარიშს, ყველა საჭირო დასაბუთებით. თუმცა RICDOG არ ავრცელებს და არ ანთავსებს ინფორმაციას ბავშვების შესახებ, არ აქვეყნებს ამსახველ ფოტო-მასალას. მხოლოდ შემომწირველებს აქვთ საშუალება გაეცნონ დეტალურ ანგარიშს და იხილონ ფოტო-მასალები.