სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი"
იყავი აქტიური ყველგან და ყოველთვის!
"არასამთავრობო/სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე"
“Ensuring Participatory Decision Making Processes at Regional and National Levels by Empowering NGOs/CSOs”
მისია
სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ ”თაობათა დიალოგს” სურს ისეთი სივრცის შექმნა, სადაც სხვადასხვა ასაკის მქონე ადამიანებს ექნებათ ჰარმონიული ურთიერთობა ერთმანეთთან. ჩვენი მისიაა შევებრძოლოთ თაობებს შორის არსებულ გაუცხოებას და მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა თაობებს შორის ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებისკენ, რაც ჩვენს საქმიანობებში მათი ერთობლივი მონაწილეობით მიიღწევა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას აქტიურობისკენ ყველგან და ყოველთვის, რათა თაობათა შორის ურთიერთთანამშრომლობისა და ერთობლივი წარმატებული აწმყოს და მომავლის გარემო ჩამოყალიბდეს.
მიზანი
კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში თაობებს შორის ურთიერთპატივისცემის გარემოს ფორმირებას, სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული პროცესების, მეცნიერების განვითარებას, სხვადასხვა ერებს შორის ტოლერანტულობისა და ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, მსოფლიო ქვეყნების კულტურის, მეცნიერების, ტრადიციების, ლიტერატურის კვლევას და ურთიერთინტეგრაციას, კულტურათაშორისი დიალოგის, ადამიანის უფლებების, ბუნებისა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფას და კონფლიქტების დარეგულირებას.
ხელი შეუწყოს დემოკრატიული პროცესების განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვას, თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, თავისუფალი საარჩევნო გარემოსა და ღია სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას;
ხელი შეუწყოს მეცნიერების პოპულარიზაციას, სამეცნიერო დარგების განვითარებას, ახალგაზრდების ჩართულობის ამაღლებას სამეცნიერო მუშაობაში, მეცნიერული კარიერის დაგეგმვას, სამეცნიერო კვლევების წახალისებას და მხარდაჭერას;
ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განვითარებას, წახალისებას და სამოქალაქო აქტიურობებში ჩართვას, მათი უნარების გამოვლენას, ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში ჩართვას და აქტიურ მოქალაქეებად ფორმირებას;
ხელი შეუწყოს ეკოლოგიური კულტურისა და ცნობიერების ფორმირებას, კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესებს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვას, მეცნიერულ და კვლევითი სამუშაოების განხორციელებას გარემოს დაცვის საკითხებში და საზოგადოების ინფორმირებას გარემოში მიმდინარე პროცესების თაობაზე;
ხელი შეუწყოს კულტურის განვითარებას, კულტურათაშორისი ურთიერთობების გამყარებას, მრავალკულტურული არეალისა და გარემოს ფორმირებას, კულტურის დარგების განვითარებას და ახალი ნიჭიერი თაობის გამოვლენას.