სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი"
იყავი აქტიური ყველგან და ყოველთვის!
"არასამთავრობო/სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე"
“Ensuring Participatory Decision Making Processes at Regional and National Levels by Empowering NGOs/CSOs”
Scientific Club
სამეცნიერო კლუბი წარმოადგენს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგი"-ს მნიშვნელოვან ნაწილს. იგი 2005 წლიდან ფუნქციონირებს და მას 30 მეტი დისკურსი, მონოლექცია თუ სხვა აქვს განხორციელებული. გარდა ამისა კლუბი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას და მასში სტუდენტების ჩართულობას. სწორედ სამეცნიერო კლუბის ბაზაზე შეიქმნა ორგანიზაცია, თუმცა დღეს მისი საქმიანობა გაცილებით მეტ სფეროს მოიცავს ვიდრე მხოლოდ მეცნიერებაა.
სამეცნიერო კლუბის მთავარი მიზანია ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა.
კლუბი თავის შეკრებებს ორ თვეში ერთხელ ატარებს და წინასწარ აცხადებს დისკურსის თემას. არჩევს ორ ძირითად მომხსენებელს და დისკურსის მონაწილეებს. კლუბის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ, როგორც სტუდენტ-ახალგაზრდობა, ისე პროფესორ-მასწავლებლები. საუბარი თანაბარუფლებიანია.
ყველა დისკურსში მონაწილეს მოეთხოვება წერილობით ფორმით წინასწარ გამოგზავნოს მის თემასთან დაკავშირებული სიტყვა ან მონახაზი. მონაწილე თავად აგებს პასუხს ფაქტების სისწორეზე.