top of page

RICDOG საუკეთესო წევრები

IMG_0838.JPG

თეიმურაზ ჯიმშელეიშვილი

2022

IMG_9832.JPG

მარიამ ჟორჟოლიანი

2021

IMG_0313.jpeg

შალვა ჯინჭარაძე

2020

IMG_20210108_203451.jpg

დეა ეზუგბაია

2019

Kristine.jpg

ქრისტინე ჩიხლაძე

2018

Irakli.jpg

ირაკლი თევზაძე

2016

tako kheladze.jpg

თაკო ხელაძე

2014

monika doghonadze_edited.png

მონიკა დოღონაძე

2014

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგი" თავმჯდომარე მთელი წლის მანძილზე ასახელებს თვის საუკეთესო წევრს. დეკემბერში წლის მანძილზე ნომინირებული წევრებიდან დამფუძნებლები ირჩევენ წლის საუკეთესო წევრს, რომელიც საქველმოქმედო ღონისძიებაზე “ის მაინც არსებობს” სახელდება.

 

წლის საუკეთესო წევრის დაჯილდოება წინასწარ შერჩეულ თარიღში იმართება, რომელიც 4 ძირითადი კომპონენტისგან შედგება:
 

  • წლის საუკეთესო წევრის გამოცხადება;

  • RICDOG წევრების სიტყვით გამოსვლა;

  • ვარსკვლავის გახსნა;

  • ტორტის გაჭრა. 

 

დეტალური აღწერა:

  1. სივრცე, სადაც წლის საუკეთესო წევრის დაჯილდოება ტარდება, საზეიმოდ ეწყობა. წლის საუკეთესო წევრი სივრცეს ცერემონიალის დაწყებამდე არ ნახულობს;

  2. RICDOG თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე იწვევს წლის საუკეთესო წევრს, სიტყვით გამოდის და გადასცემს მას საიდუმლო წერილს. წერილში მოცემულია სპეციალური დავალება, რომელიც მომავალი წლის საუკეთესო წევრის დაჯილდოების ცერემონიალზე უნდა ჩაბარდეს.

  3. სიტყვით გამოდის სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”-ს გენერალური მდივანი, რომელიც წლის საუკეთესო წევრს სპეციალურად დამზადებულ კალამს გადასცემს. კალამზე წლის საუკეთესო წევრის სახელი და გვარია დატანილი. 

  4. RICDOG წევრები, რომლებიც წლის მანძილზე თანამშრომლობდნენ/მუშაობდნენ წლის საუკეთესო წევრთან სიტყვით გამოდიან და სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემენ მას.

  5. განვლილი წლის საუკეთესო წევრი გამოდის სიტყვით, ერთი წლით ადრე დამფუძნებლისგან მიღებულ სპეციალურ დავალებას აბარებს და წლის საუკეთესო წევრს გულსაბნევს გადასცემს. (გულსაბნევი პირველ წლის საუკეთესო წევრს დამფუძნებლისგან გადაეცა. ის წლიდან-წლამდე ახალ წლის საუკეთესო წევრს გადაეცემა.)

  6. ტრადიციის მიხედვით ხდება წლის საუკეთესო წევრის ვარსკვლავის გახსნა და სერტიფიკატის გადაცემა. წლის საუკეთესო წევრი წითელი საღებავით თითის ანაბეჭდს ტოვებს სერტიფიკატზე.

  7. წლის საუკეთესო წევრი ჭრის ტორტს. ცერემონიალზე მყოფი თითოეული ადამიანი ტორტის ერთ ლუკმას აჭმევს წლის საუკეთესო წევრს და უსურვებს კონკრეტულ სურვილს. 

  8. წლის საუკეთესო წევრის დაჯილდოების ონლაინ ტრასლირება ხდება სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დილოგი”-ს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე.

 

bottom of page