სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი"
იყავი აქტიური ყველგან და ყოველთვის!
"არასამთავრობო/სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე"
“Ensuring Participatory Decision Making Processes at Regional and National Levels by Empowering NGOs/CSOs”
პროექტი „სამართალდამცავი“ სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის (SCOPE) საგრანტო კომპონენტის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანია ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და სამართალდამცავებსა და ახალგაზრდებს შორის პოზიტიური ურთიერთობისა და ნდობის ფორმირება.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: საჯარო და კერძო სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს.
პროექტი 2020 წლის ივნისის ბოლოს დასრულდება და მონაწილეებს სერთიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.
SCOPE პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International-ი, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების სამართლებლივი ცნობიერების ამაღლება და სამართალდამცავებსა და ახალგაზრდებს შორის პოზიტიური ურთიერთობის/ნდობის ფორმირება ინოვაციური მეთოდის გამოყენებით.
პროექტის ამოცანები:
-
პროექტის მონაწილეებთან გასაუბრება პროგრამის სპეციფიურობის გათვალსწინებით მათი ინდივიდუალური დამოკიდებულების გამოსავლენად;
-
არაფორმალური აქტივობით მეტი მოსწავლე-ახალგაზრდის ჩართვა დანაშაულის პრევენციის საკითხების გააზრებაში და მათი სამართალდამცავებთან დაახლოება, მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება;
-
თამაშისთვის განკუთვნილი პორტალის შექმნა და კონტენტის შემუშავება;
-
10 მდე სხვადასხვა ქეისის განხილვა სამართლებრივი, კიბერბულინგისა და ნაადრევი დანაშაულის პრევენციის მიმართ უნარ-ჩვევების გამომუშავების თაობაზე;
-
სამართალდამცავების ჩართულობით პროექტის ფაზების შემაჯამებელი კონფერენციების განხორციელება;
პროექტის ამსახველი შემაჯამებელი ვიდეოს გაკეთება.
პროგრამა დამოუკიდებლად გრძელდება!