სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი"
იყავი აქტიური ყველგან და ყოველთვის!
"არასამთავრობო/სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე"
“Ensuring Participatory Decision Making Processes at Regional and National Levels by Empowering NGOs/CSOs”
RICDOG სტრუქტურა
RICDOG-ს სხვადასხვა წლებში განსხვავებული სტრუქტურა ჰქონდა. ყველა მათგანი იყო გეიმიფიცირებული და უზრუნველყოფდა წევრების ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეტ ჩართულობას.
ორგანიზაცია იყენებს მართველობის როგორც ვერტიკალურ ისე ჰორიზონტალურ მიდგომას. ორგანიზაციული მართვა იერარქიზებულია და ეფუძნება გრეიდების სისტემას. ორგანიზაციაში 7 წევრობის გრეიდია.
ჰორიზონტალური მართველობა კი საპროექტო მენეჯმენტში გამოიყენება.
წესდების მიხედვით ორგანიზაციის სტრუქტურა შემდეგია:
RICDOG- წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, როგორს საქართველოს მოქალაქე ისე უცხოელი, რომელიც იზიარებს ორგანიზაციის ხედვებს. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის წევრობა 1 წლიანი მანდატით გაიცემა. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს ორგანიზაციის წევრობა ნოემბერში წევრების მანდატიზაციის პროცედურას გადის. მსურველი ავსებს განაცხადს ორგანიზაციის პრეზიდენტის სახელზე და გადის ინტერვიუს ორგანიზაციის დამფუძნებლებთან.
წლის განმავლობაში ორგანიზაციის წევრობა ერთდროულად 18 წლის ზემოთ მხოლოდ 20 ადამიანს შეუძლია. წლის განმავლობაში არ ხდება ორგანიზაციის წევრობის შეწყვეტა ან გაუქმება არავის მხრიდან თუ არ არსებობს განსაკუთრებული ვითარება. ერთიდაიგივე ადამიანს წევრობაზე განაცხადი შეუზღუდავად შეუძლია გააკეთოს.
გარდა 20 ადგილისა, ორგანიზაცია სპეციალურად, გამონაკლისის სახით 5 ადგილს სკოლის ასაკის ახალგაზრდებისთვის გამოჰყოფს. თუმცა, ამ 5 ადგილის შევსება არ არის აუცილებელი მოთხოვნა. ეს ნორმა გამოიყენება თუ ახალგაზრდა განსაკუთრებულ უნარებს ფლობს და შეუძლია პასუხისმგებლობის ისევე შესრულება როგორც ზრდასრულ ადამიანს.
იმ შემთხვევაში თუ დამფუძნებლებმა არ შეავსეს წევრობის 20 ვაკანტური ადგილი, დარჩენილ ადგილებზე წევრების მიღება წლის განმავლობაში გამგეობას შეუძლია.
წევრების მთავარი უფლება-მოვალეობაა უზრუნველყონ ორგანიზაციაში დემოკრატიული პრინციპების გაძლიერება: ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გააკონტროლონ გამგეობის მუშაობა, აირჩიონ ან არჩეული იყვნენ გამგეობაში და აქტიურად ჩაერთონ ორგანიზაციის საქმიანობაში.
RICDOG - ის წევრები ყოველ შაბათს, 16:00 საათზე იკრიბებიან და მუშაობენ ორგანიზაციულ საკითხებზე.
ასევე, წელიწადში 2 ჯერ იმართება წევრთა საერთო კრება, სადაც მიიღება ძირითადი გადაწყვეტილებები, ისმინება ანგარიშები და ტარდება არჩევნები.
წევრები 3 წლის ვადით ირჩევენ გამგეობის წევრებს, ხოლო გამგეობის წევრები თავისი შემადგენლობიდან 1 წლის ვადით ირჩევს გენერალურ მდივანს და მოადგილეს სამჯერ გადარჩევის უფლებით.
3 წლით არჩეული გამგეობის წევრებზე არ ვრცელდება მანდატიზაციის ყოველწლიური წესი.
გამგეობის სხდომა იმართება კვირაში ერთხელ (ან უფრო დიდი სიხშირით) ყოველ შაბათ დღეს 12:00 საათზე.
გარდა შიდა ორგანიზაციული სტრუქტურისა RICDOG-ი, რომელიც თავის თავს სათემო ორგანიზაციის ნაირსახეობად ხედავს, ცდილობს გააფართოვოს მისი მუშაობის წესი გარეთაც.
საამისოდ ორგანიზაციამ 2019 წელს ორგანიზაციის მოწყობის ახალი სტრუქტურა შეიმუშავა, რომელსაც „RICDOG ჩართულობის სტრუქტურა“ ჰქვია.
„RICDOG ჩართულობის სტრუქტურა“ მიზანია გააფართოვოს ორგანიზაციის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობა, შექმნას გამჭვირვალე, ინკლუზიური და მონაწილეობითი პროცესი.
აღნიშნული გეიმიფიცირებული სტრუქტურის თანახმად ორგანიზაცია თავის სტრუქტურაში მოისაზრებს მოხალისეებს, ლიდერობის პროგრამის (NLP) მონაწილეებს და ფრილანსერებს.
მოხალისეთა რაიონი (იგივე მოხალისეთა კლუბი) - წარმოადგენს პროგრამას, რომელიც ყოველ სამ თვეში ერთხელ ხორციელდება მოხალისეობის პოპულარიზაციის მიზნით და ორიენტირებულია ქალაქში, საზოგადოებაში და ორგანიზაციაში არსებული საჭიროებების მოგვარებისკენ. მოხალისეთა კლუბში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის (ძირითადად 13 წლიდან) ადამიანს და შეუზღუდავია.
ნეირო ლიდერობის პროგრამა (Neiro Leadership Program-NLP) - წარმოადგენს ლიდერობის პროგრამას, რომელიც მსურველებს ეხმარება ლიდერობის 32 საბაზისო კომპეტენციის გამომუშავებაში. პროგრამა ყოველ ჯერზე ახლდება და იცვლის მთავარ თემებს. მასში მონაწილეობა 18+ ახალგაზრდას შეუძლია. პროგრამა გეიმიფიცირებულია და მოიცავს სამაგიდო წიგნი/თამაშის ფორმატს.
წევრების რაიონი - უშუალოდ წევრების მუშაობას ასახავს, რაც ზემოთ არის აღწერილი.
ფრილანსერები არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ წევრობის მიღმა შეინარჩუნონ პარტნიორული ურთიერთობა ორგანიზაციასთან, სარგებლობდნენ ორგანიზაციული ბენეფიტებით და სასარგებლო საქმეს აკეთებდნენ ორგანიზაციასთან ერთად. ფრილანსერებთან ფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში გაწერილია თუ რა საქმიანობას განახროციელებს ფრილანსერი და რა ვალდებულებას იღებს ორგანიზაცია.
გარდა ამისა, „RICDOG ჩართულობის სტრუქტურა“ ზომავს ჩართულობის ხარისხს ორგანიზაციის საქმიანობაში:
-
დაკვირვება (Observing) - გულისხმობს, რომ ადამიანები პასიურად აკვირდებიან ორგანიზაციის მუშაობას და ეცნობიან გარკვეულ ინფორმაციას მის აქტივობებზე.
-
მიმდევრობა (Following) - გულისხმობს, რომ ადამიანები ეცნობიან, აზიარებენ და გამოხატავენ თავიანთ პოზიციას ორგანიზაციის ზოგი საქმიანობის შესახებ. შეესაბამისება მოხალისეობის დონეს.
-
აღიარებლობა (Endorsing) – გულისხმობს, რომ ადამიანები ფლობენ ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას, მხარს უჭერენ მის საქმიანობას, თავად მონაწილეობენ მის აქტივობებში და აქტიურად მოუწოდებენ სხვებს ჩართულობისკენ. შეესაბამისება წევრთა და ფრილანსერთა დონეს.
-
მიკუთვნებულობა (Owning) - გულისხმობს, რომ ადამიანები მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საქმიანობის დაგეგმვაში და აღსრულებაში. შეესაბამისება გამგეობის წევრთა დონეს.
-
ლიდერობა (Leading) - გულისხმობს, რომ ადამიანები მართავენ ორგანიზაციას, ფიქრობენ სტრატეგიულ საკითხებზე და მოტივატორები არიან სხვებისთვის. შეესაბამისება ორგანიზაციის გენერალური მდივნის, მისი მოადგილის, საპატიო გენერალური მდივნებისა და პრეზიდიუმის დონეს.
RICDOG-ი დიდ ყურადღებას უთმობს ორგანიზაციის წევრის და სტრუქტურის სხვა აქტორების გაძლიერებას და განვითარებას. ამ მიზნით ორგანიზაციაში მუდმივად მოქმედებს ქოუჩინგ-მენტორინგის სისტემა.
გამგეობის წევრები ახორციელებენ წევრების სუპერვაიზინგს, წევრები ახორციელებენ მოხალისეებისა და პროგრამის მონაწილეთა მენტორინგს.
აღნიშნული საქმიანობა გულისხმობს ინდივიდუალურ შეხვედრებს, პიროვნების საჭიროების კვლევას, განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებას და მუშაობას განხორციელებაზე.
საპატიო გენერალური მდივნის ინსტიტუცია
RICDOG-ის დამფუძნებლებს უფლება აქვთ გასცენ ორგანიზაციის სახელით ჯილდო და მიანიჭონ საპატიო სტატუსი.
საპატიო გენერალური მდივნის სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელმაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი (გენერალური მდივანი) იყო და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის RICDOG-ის განვითარებაში. დღეს არსებული კულტურის თანახმად იმ გენერალურ მდივანს, რომელმაც სრულად (3 წელი) შეასრულა მისი მოვალებები, გააჩნია გაუმჯობესებული შედეგები წინარე პერიოდთან მიმართებით, წარმატებით აღასრულა ორგანიზაციის სტრატეგიული დოკუმენტებით გაწერილი მიზნები ენიჭება საპატიო გენერალური მდივნის სტატუსი.
აღნიშნული სტატუსის მინიჭება მოიცავს ცერემონიალურ (სიმბოლურ) და პრაქტიკულ ნაწილს.
საპატიო წოდების მქონე გენერალურ მდივანს, ახლად არჩეული გენერალური მდივანი უძღვნის სპეციალურად მისი ხელით დამზადებულ ყელსაბამს და სხვა ატრიბუტებს. ასევე ტარდება საპატიო გენერალური მდივნის ინაუგურაციის ცერემონიალი, რომელზეც დამსწრე საზოგადოება ეცნობა გაწეული მიღწევების შესახებ ანგარიშს და დამფუძნებლები გადასცემენ სტატუსის სერტიფიკატს.
საპატიო გენერალური მდივანი ინარჩუნებს ორგანიზაციის გამგეობაში ხმის უფლებას და წევრობას 5 წლით. ასევე ინარჩუნებს 3 წლის განმავლობაში იგივე ხელფასის ოდენობას, რაც თანამდებობაზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა და სურვილისამებრ ირჩევს მიმართულებას ან თემას რომელზეც სურს ორგანიზაციაში გააგრძელოს მუშაობა. საპატიო გენერალური მდივნების მიმართ ურთიერთობის წესი გაწერილია ორგანიზაციის პროტოკოლში.
საპატიო გენერალური მდივნები:
-
გვანცა თოთაძე - RICDOG-ის გენერალური მდივანი 2015-2017 წლები;
-
ეკატერინე მარუქაშვილი - RICDOG-ის გენერალური მდივანი 2017-2020 წლები.
საპატიო ჯილდო
ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, ორგანიზაცია აღნიშნავს იუბილეს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია საპატიო ჯილდოს გადაცემა.
ჯილდო განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემა ორ ადამიანს: 1. ორგანიზაციის გარე პირზე; 2. ორგანიზაციის შიდა პირზე.
ჯილდო გადაეცემა იმ ადამიანებს, რომლებმაც ორგანიზაციის თვალთახედვით მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქვეყნისა და ორგანიზაციის განვითარებაში.
საპატიო ჯილდოს მფლობელები არიან:
-
ნოდარ ჯიქია - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროგრამების დირექტორი, ქუთაისის ფილიალი;
-
მაკა ცერცვაძე - RICDOG-ის გამგეობოს თავმჯდომარის მოადგილე 2007-2011 წლებში.
-
ნინო ჩხობაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის, დედამიწის მეგობრები -საქართველო თავმჯდომარე;
-
გვანცა თოთაძე - RICDOG-ის გენერალური მდივანი 2015-2017 წლებში.