ვეძებთ 30 ლიდერ, აქტიურ ახალგაზრდას საქართველოდან!

დარეგისტრირდი, გაიარე გასაუბრება და მოხვდი Active ბანაკში რათა გამოავლინო საკუთარი შესაძლებლობები 🚀

⭕ ეს არის უნიკალურ ბანაკი, რომელიც აერთიანებს საქართველოს მასშტაბით გამორჩეულ ახალგაზრდებს!

🎯 ბანაკის მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება ლიდერული უნარ-ჩვევების, პრეზენტაციების ტექნიკების, საჯარო გამოსვლების, კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნებისა და გუნდური მუშაობის მიმართულებით, რათა ხელი შევუწყოთ მათი ლიდერული შესაძლებლობების რეალიზებას.

👇ბანაკის განმავლობაში მონაწილეები ჩაერთვებიან:

🔹 პიროვნული განვითარების სესიებში (სასწავლო, საგანმანათლებლო შეხვედრები) – გუნდის შეკვრის თამაშები/აქტივობები (Team Building), საჯარო გამოსვლების, პრეზენტაციის უნარების, Pitch deck-ის, დებატების, კრიტიკული აზროვნების, კომუნიაციის და ამბის თხრობის თანამედროვე ტექნიკების მიმართულებით.

🔹 არჩევით აქტივობებში: სამაგიდო თამაშები, ფრენბურთი, ზღვის სანაპიროზე გასეირნება და სხვა სპორტული/ შემოქმედებითი აქტივობები;

🔹 საღამოს ღონისძიებებში – Talant შოუ, მაფიის ღამე და სხვა.

🔹 ინგლისურენოვანი სესიებში – ამერიკელ სპიკერთან;

🔹 გახდნენ ახალგაზრდული ქსელის წევრები – რომლებიც გაეცნობიან შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო სასწავლო / გაცვლითი / მოხალისეობრივი ღონისძიებების და აქტივობების შესახებ.

🎉 ბანაკის მონაწილეების ამ ნაკადისათვის, საჩუქრად ფოტოსესია.

🎯 როგორ ვარჩევთ მონაწილეებს?

🔷 მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაცია არ ნიშნავს ავტომატურად ბანაკში მონაწილეობას.

🔷 ყველა რეგისტრირებულ ახალგაზრდას, ბანაკის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად გაესაუბრებიან. გადაწყვეტილება მიიღება – აპლიკანტების მოტივაციის, გამოცდილების და მოლოდინების გათვალისწინებით.

❗ყურადღება. სააპლიკაციო ფორმაში აუცილებელია მონაწილეებმა ატვირთონ / წარმოადგინონ მათი მოკლე „ვიდეო რეზიუმე“ (მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ინფო პაკი).

✅ საორგანიზაციო ჯგუფი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს მონაწილეების უსაფრთხოებას.

✅ მონაწილეებთან / მათ მშობლებთან ჩატარდება წინასწარი საინფორმაციო შეხვედრა;

✅ მშობლებისთვის შეიქმნება – თითოეული ნაკადის WhatsApp ჩეთი, ფოტო/ვიდეო მასალისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის.

🔗 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ინფოპაკი:

🎤 მომხსენებლები: მოწვეული ტრენერები და სხვადასხვა სფეროს პრაქტიკოსები.

🗺️ ლოკაცია: ქობულეთი;

📌 ასაკი: 14-18 წელი;

👥 მონაწილეები: მხოლოდ 30 ახალგაზრდა მთელი საქართველოდან.

🔎 ბანაკის საფასური ითვალისწინებს:

✅ ორმხრივი ტრანსპორტირება;

✅ სამჯერადი კვება და სნექ ბრეიქი;

✅ სასტუმროში განთავსება;

✅ საგანმანათლებლო სესიები;

✅ სპორტული და შემეცნებითი აქტივობები;

✅ ორენოვანი სერტიფიკატი;

✅ ფოტოსესია;

✅ ახალგაზრდულ ქსელში გაერთიანების შესაძლებლობა.

💰 მონაწილეობის საფასური:

👉 კალათა 1 (Early Bird) რეგისტრაცია -26 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით – 450 ლარი

👉 კალათა 2 (11 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით) – 510 ლარი

👉 კალათა 3 (25 მაისიდან 8 ივნისის) – 550 ლარი

დედმამიშვილებზე მოქმედებს 10%-იანი შეღავათი

📅 თარიღები: 21-24 ივნისი

📝 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 8 ივნისი

🔗 დარეგისტრირდი აქ: https://forms.gle/ewTAXU3MW1CYuewK8

📞 დამატებითი ინფორმაცია: 558 164 921; 597 176 969.

ka_GEGeorgian

Account details will be confirmed via email.