მეტის წაკითხვა
სექტემბერი 23, 2026 Uncategorized 252 views

გაიცანით RICDOG — ეკატერინე მარუქაშვილი

20 წელზე მეტია, RICDOG ქმნის მაგალითს იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს საქართველოში ორგანული, სათემო სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია. ჩვენი ორგანიზაცია დემოკრატიულ პრინციპებზე დგას და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც RICDOG-ის საქმიანობაში წვლილი შეაქვს, შეუძლია გახდეს ორგანიზაციის წევრი, მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ეტაპობრივად გახდეს ორგანიზაციის არჩეული ხელმძღვანელობის ნაწილი. 

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
სექტემბერი 16, 2026 Uncategorized 100 views

RICDOG-ში წევრთა შეხვედრით ახალი სეზონი დაიწყო

12 სექტემბერს სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ „თაობათა დიალოგში“ (RICDOG) წევრთა ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრები განახლდა და ახალი სეზონი გაიხსნა.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
სექტემბერი 7, 2026 Uncategorized 190 views

„UG ახალგაზრდული კლუბი“ – ახალი შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის ქუთაისში

RICDOG საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ქუთაისში „UG ახალგაზრდული კლუბის“ პროგრამას იწყებს. პროგრამა IX-XII კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი და ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების, თვითგანვითარებისა და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის სივრცის შექმნას ისახავს მიზნად.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
სექტემბერი 7, 2026 Uncategorized 358 views

CVMedia-მ RICDOG-ის საქმიანობისა და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევების შესახებ სტატია გამოაქვეყნა

სტატია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს, ბოლო პერიოდში შექმნილ საკანონმდებლო და პოლიტიკურ გარემოსა და იმ საქმიანობას მიმოიხილავს, რომელსაც RICDOG პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის ახორციელებს.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
ივლისი 15, 2026 Uncategorized 466 views

RICDOG-ის მოხალისეები ევროპის დღის ღონისძიებაში ბათუმში ჩაერთნენ

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგის“ (RICDOG) მოხალისეები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ბათუმში შეუერთდნენ და აქტიური მონაწილეობა მიიღეს დღის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
ივლისი 1, 2026 Uncategorized 578 views

„ხიდი აღარ არსებობს“ – როგორ დააშორა საკანონმდებლო ცვლილებებმა ხელისუფლება და ხალხი

ბოლო პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ქვეყნის სამოქალაქო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვია. საინფორმაციო სააგენტო „ინფო იმერეთთან“ საუბრისას, RICDOG-ის თანამდაფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ნუგზარ კოხრეიძემ, ისაუბრა იმ მძიმე შედეგებზე, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვამ მოუტანა არა მხოლოდ სექტორს, არამედ პირველ რიგში – საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც სახელმწიფოსთან კავშირი დაკარგეს.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
აპრილი 27, 2026 პროგრამა 768 views

RICDOG-ის „One Time Trainings“ – ამერიკელ მოხალისეებთან ერთად

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) აქტიურად აგრძელებს პროგრამას – „One Time Trainings“. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში იმ პრაქტიკული უნარების განვითარება, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე, კონკურენტუნარიან გარემოში თვითრეალიზებისთვის. პროგრამის ფარგლებში ტრენინგები მრავალფეროვან და აქტუალურ თემებს ფარავს: • კარიერული განვითარება: ეფექტური რეზიუმეს (CV) შედგენა და სტიპენდიის მოპოვების სტრატეგიები; • მედიაწიგნიერება: მასმედიის კრიტიკული ანალიზი და ინფორმაციის ფილტრაცია; • კომუნიკაცია და მშვიდობა: კონფლიქტების მართვა ლოკალურ და გლობალურ დონეზე; • კრეატიული ინდუსტრია: სთორითელინგი, პროდუქტის დიზაინი და ბრენდინგი. ორგანიზაცია ყოველთვიურად მასპინძლობს მშვიდობის კორპუსის ამერიკელ მოხალისეებს, რომლებიც საკუთარ პროფესიულ გამოცდილებასა და ცოდნას ინტერაქციულ ფორმატში უზიარებენ მონაწილეებს. თითოეული სესია თეორიული მასალისა და პრაქტიკული სავარჯიშოების სინთეზია, რაც ცოდნის მყისიერ ათვისებას უწყობს ხელს. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება კულტურული დიალოგია. ტრენინგების დროს ამერიკელი სტუმრები მონაწილეებს აშშ-ის ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და დასავლურ სამუშაო ეთიკას აცნობენ, ქართველი ახალგაზრდები კი, თავის მხრივ, საკუთარ ხედვებსა და კულტურულ პერსპექტივებს აზიარებენ. შედეგები ციფრებში: ამ ეტაპისთვის უკვე ჩატარდა 9 ტრენინგი, რომელშიც 100-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. RICDOG გეგმავს „One Time Trainings“-ის მასშტაბების გაზრდას. პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება როგორც ფიზიკური, ისე ონლაინ შეხვედრების მიმართულებით, რათა საგანმანათლებლო შესაძლებლობები ხელმისაწვდომი გახდეს უფრო მეტი დაინტერესებული პირისთვის.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
აპრილი 23, 2026 Uncategorized 685 views

დედამიწის დღის მნიშვნელობა და გარემოსდაცვითი განათლება | გადაცემა „შუადღე ქუთაისში“ | MEGA TV

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „მეგა TV“-ის გადაცემაში „შუადღე ქუთაისში“ სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგის“ (RICDOG) წარმომადგენლებმა – ირაკლი თევზაძემ (RICDOG-ის გენერალური მდივანი) და დიანა აბულაძემ (გენერალური მდივნის მოადგილე) ისაუბრეს გარემოსდაცვით გამოწვევებზე, ეკომეგობრული ქცევის მნიშვნელობასა და ორგანიზაციის როლზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების პროცესში.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
აპრილი 17, 2026 Uncategorized პროგრამა 923 views

RICDOG-ში „მოხალისეთა კლუბის“ პროგრამა გრძელდება

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) ტრადიციულად ახორციელებს პროგრამას „მოხალისეთა კლუბი“, რომელიც მიზნად ისახავს მოტივირებული ახალგაზრდების გაერთიანებას, მათი ჩართულობის გაზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მოხალისეობის პოპულარიზებას და ახალგაზრდების განვითარების მხარდაჭერას.მიმდინარე ციკლი უკვე ერთ თვეზე მეტია აქტიურად მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოხალისეობის იდეის გაძლიერებას, მონაწილეთა კომპეტენციების განვითარებას და სხვადასხვა ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას. პროგრამაში ჩართულია დაახლოებით 25 ახალგაზრდა, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ იდეების განვითარებაზე და ახალ შესაძლებლობების შექმნაზე ახალგაზრდებისთვის. მათი აქტიური ჩართულობა და თანამშრომლობა ქმნის საფუძველს ინიციატივების ეფექტიანად განხორციელებისა და ახალგაზრდული სივრცის გაძლიერებისთვის. „მოხალისეთა კლუბი“ წარმოადგენს RICDOG-ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობის, მოხალისეობის, პასუხისმგებლობისა და თანამშრომლობის კულტურის განვითარებას.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
აპრილი 6, 2026 Uncategorized 578 views

ყოველკვირეული წევრთა სამუშაო შეხვედრები RICDOG-ში

აღნიშნული შეხვედრები წარმოადგენს სივრცეს, სადაც წევრები ერთობლივად განიხილავენ მიმდინარე პროცესებს, იდეებსა და სამომავლო გაგემებს. ასევე, მსჯელობენ – ახალი 2035 განვითარების სტრატეგიის მიმართულებებზე.

მეტის წაკითხვა
ka_GEGeorgian

Account details will be confirmed via email.