გაიცანით RICDOG — ეკატერინე მარუქაშვილი
20 წელზე მეტია, RICDOG ქმნის მაგალითს იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს საქართველოში ორგანული, სათემო სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია. ჩვენი ორგანიზაცია დემოკრატიულ პრინციპებზე დგას და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც RICDOG-ის საქმიანობაში წვლილი შეაქვს, შეუძლია გახდეს ორგანიზაციის წევრი, მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ეტაპობრივად გახდეს ორგანიზაციის არჩეული ხელმძღვანელობის ნაწილი. სწორედ ამიტომ, ადამიანები, რომლებიც დღეს RICDOG-ს გუნდს ქმნიან, ის ადამიანები არიან, რომლებიც ადრე თავად იყვნენ ორგანიზაციის მოხალისეები. ერთ-ერთი ასეთი ლიდერია ეკატერინე „კატო“ მარუქაშვილი. კატო 2017-2020 წლებში RICDOG-ის გენერალური მდივანი იყო. დღეს ის RICDOG-ის მესამე ვიცე-პრეზიდენტია და ორგანიზაციის ფინანსური მიმართულებას მართავს. კატომ RICDOG 2012 წელს აღმოაჩინა, როდესაც ჯერ კიდევ სტუდენტი იყო. ის გარემოს დაცვის თემაზე გამართულ ჩვენს ერთ-ერთ ღონისძიებაში მონაწილეობდა „ღონისძიება კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეძღვნებოდა და მეც ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი. მახსოვს, მაისის თვეში გარეთ უზარმაზარი ზამთრის ქურთუკით ვიდექი, ეს იყო ინუსტრაცია მიმდინარე კლიმატის ცვლილებების. RICDOG-ის შესახებ ჩემი უნივერსიტეტის ლექტორებისგან მქონდა გაგებული, ისინი ორგანიზაციის თანადამფუძნებლები არიან, სწორედ მათი რეკომენდაციით გადავწყვიტე, უფრო აქტიურად ჩავრთულიყავი ორგანიზაციის […]