Read More
September 23, 2026 Uncategorized 277 views

Meet RICDOG – Ekaterine Marukashvili

20 წელზე მეტია, RICDOG ქმნის მაგალითს იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს საქართველოში ორგანული, სათემო სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია. ჩვენი ორგანიზაცია დემოკრატიულ პრინციპებზე დგას და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც RICDOG-ის საქმიანობაში წვლილი შეაქვს, შეუძლია გახდეს ორგანიზაციის წევრი, მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ეტაპობრივად გახდეს ორგანიზაციის არჩეული ხელმძღვანელობის ნაწილი.  სწორედ ამიტომ, ადამიანები, რომლებიც დღეს RICDOG-ს გუნდს ქმნიან, ის ადამიანები არიან, რომლებიც ადრე თავად იყვნენ ორგანიზაციის მოხალისეები. ერთ-ერთი ასეთი ლიდერია ეკატერინე „კატო“ მარუქაშვილი. კატო 2017-2020 წლებში RICDOG-ის გენერალური მდივანი იყო. დღეს ის RICDOG-ის მესამე ვიცე-პრეზიდენტია და ორგანიზაციის ფინანსური მიმართულებას მართავს. კატომ RICDOG 2012 წელს აღმოაჩინა, როდესაც ჯერ კიდევ სტუდენტი იყო. ის გარემოს დაცვის თემაზე გამართულ ჩვენს ერთ-ერთ ღონისძიებაში მონაწილეობდა „ღონისძიება კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეძღვნებოდა და მეც ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი. მახსოვს, მაისის თვეში გარეთ უზარმაზარი ზამთრის ქურთუკით ვიდექი, ეს იყო ინუსტრაცია მიმდინარე კლიმატის ცვლილებების. RICDOG-ის შესახებ ჩემი უნივერსიტეტის ლექტორებისგან მქონდა გაგებული, ისინი ორგანიზაციის თანადამფუძნებლები არიან, სწორედ მათი რეკომენდაციით გადავწყვიტე, უფრო აქტიურად ჩავრთულიყავი ორგანიზაციის […]

Read More
Read More
September 16, 2026 Uncategorized 129 views

A New Season of RICDOG Members’ Meetings Has Begun

12 სექტემბერს სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ „თაობათა დიალოგში“ (RICDOG) წევრთა ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრები განახლდა და ახალი სეზონი გაიხსნა. პირველი შეხვედრის ძირითადი ნაწილი გასული რამდენიმე თვის შეჯამებას დაეთმო. წევრებმა ერთად განიხილეს განხორციელებული საქმიანობები, მიღებული გამოცდილება და შედეგები, რის შემდეგაც საუბარი გაგრძელდა ორგანიზაციის სამომავლო გეგმებსა და ახალი სეზონის პრიორიტეტებზე. წევრთა შეხვედრები RICDOG-ის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ყოველკვირეულად იმართება. შეხვედრები წარმოადგენს სამუშაო და სადისკუსიო სივრცეს, სადაც წევრები ერთმანეთს უზიარებენ იდეებს, განიხილავენ მიმდინარე საკითხებს, მონაწილეობენ სამომავლო საქმიანობის დაგეგმვასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მოხალისეობრივად ერთვებიან ორგანიზაციის სხვადასხვა საქმიანობაში. RICDOG-ში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შიდა დემოკრატიას, წევრთა აქტიურ მონაწილეობასა და ორგანიზაციულ განვითარებას. სწორედ ამიტომ, ყოველკვირეული შეხვედრები წევრებს აძლევს შესაძლებლობას, გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები, წამოაყენონ ახალი ინიციატივები და უშუალოდ ჩაერთონ ორგანიზაციის საქმიანობისა და სამომავლო მიმართულებების განსაზღვრაში. 12 სექტემბრის შეხვედრით RICDOG-ის წევრებმა ახალი სამუშაო სეზონი დაიწყეს, რომლის განმავლობაშიც დაგეგმილია როგორც ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობებში მონაწილეობა, ასევე ახალი იდეებისა და ინიციატივების ერთობლივად განვითარება.

Read More
Read More
September 7, 2026 Uncategorized 228 views

“UG Youth Club” — A New Opportunity for 9th–12th Grade Students in Kutaisi

RICDOG საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ქუთაისში „UG ახალგაზრდული კლუბის“ პროგრამას იწყებს. პროგრამა IX-XII კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი და ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების, თვითგანვითარებისა და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის სივრცის შექმნას ისახავს მიზნად. „UG ახალგაზრდული კლუბი“ საქართველოს უნივერსიტეტისა და პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლობით გორში, ქუთაისსა და რუსთავში ხორციელდება. ქუთაისში პროგრამის განხორციელების პარტნიორია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG). რას სთავაზობს პროგრამა ახალგაზრდებს? პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ უკეთ შეიცნონ საკუთარი ინტერესები, უნარები და ღირებულებები, დაფიქრდნენ საკუთარ საგანმანათლებლო და პროფესიულ მომავალზე და განივითარონ სხვადასხვა ცხოვრებისეული კომპეტენცია. კლუბის საქმიანობა ეფუძნება არაფორმალური განათლებისა და გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებს. შეხვედრები მოიცავს პრაქტიკულ აქტივობებს, დისკუსიებსა და ჯგუფურ მუშაობას, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს არა მხოლოდ მიიღონ ახალი ცოდნა, არამედ გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები და აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში. ვის შეუძლია მონაწილეობა? ქუთაისის „UG ახალგაზრდულ კლუბში“ მონაწილეობა შეუძლიათ IX-XII კლასის მოსწავლეებს, რომლებიც ცხოვრობენ ქუთაისში ან მიმდებარე მუნიციპალიტეტებში და მზად არიან პროგრამის განმავლობაში აქტიურად ჩაერთონ კლუბის საქმიანობაში. პროგრამა 2026 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყება […]

Read More
Read More
September 7, 2026 Uncategorized 389 views

CVMedia Publishes an Article on RICDOG’s Work and the Challenges Facing Civil Society in Georgia

სომხურ მედიაპლატფორმა CVMedia-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სტატია — „წინ, საქართველო, წინ“: როგორ იბრძვის RICDOG სამოქალაქო საზოგადოების მომავლისთვის (“Forward, Georgia, Forward”: How RICDOG is Fighting for the Future of Civil Society), რომელიც სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგის“ (RICDOG) გენერალურ მდივანთან, ირაკლი თევზაძესთან ინტერვიუს საფუძველზე მომზადდა. სტატია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს, ბოლო პერიოდში შექმნილ საკანონმდებლო და პოლიტიკურ გარემოსა და იმ საქმიანობას მიმოიხილავს, რომელსაც RICDOG პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის ახორციელებს. სამოქალაქო საზოგადოება მზარდი გამოწვევების წინაშე სტატიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის შექმნილ გარემოს. საუბარია საკანონმდებლო ცვლილებებზე და იმ მზარდ ზეწოლაზე, რომლის პირობებშიც დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას უწევთ საქმიანობა. RICDOG-ის გამოცდილების მაგალითზე სტატია აჩვენებს, რომ შექმნილ გარემოში სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გამოწვევა მხოლოდ საკუთარი საქმიანობის გაგრძელება აღარ არის — მნიშვნელოვანი ხდება საკუთარი უფლებების დაცვა, საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაცია, სანდო ინფორმაციის გავრცელება და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერაც. ამ კონტექსტში სტატია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს RICDOG-ისა და ჩეხური ორგანიზაცია NESEHNUTÍ-ს […]

Read More
Read More
July 15, 2026 Uncategorized 490 views

RICDOG Volunteers Participated in the Europe Day Event in Batumi.

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგის“ (RICDOG) მოხალისეები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ბათუმში შეუერთდნენ და აქტიური მონაწილეობა მიიღეს დღის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში. ღონისძიების ფარგლებში RICDOG-ის გუნდი და ორგანიზაციის დაახლოებით 40 მოხალისე მხარს უჭერდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებითი და ინტერაქტიული აქტივობის ორგანიზებასა და განხორციელებას. აქტივობები მიზნად ისახავდა ევროპის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციასა და ათასობით დამთვალიერებლისთვის ევროკავშირის შესაძლებლობებისა და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულების გაცნობას. მოხალისეები ჩართული იყვნენ ღონისძიების სხვადასხვა ეტაპზე, რაც ხელს უწყობდა აქტივობების კოორდინირებულ და ეფექტიან განხორციელებას, ასევე სტუმრებთან უშუალო კომუნიკაციასა და მათ ჩართულობას. RICDOG-ისთვის მსგავსი მასშტაბის ღონისძიებებში მონაწილეობა წარმოადგენს შესაძლებლობას, ახალგაზრდებს პრაქტიკული მოხალისეობრივი გამოცდილება შესძინოს, განავითაროს მათი ორგანიზაციული და კომუნიკაციური უნარები და ხელი შეუწყოს აქტიური მოქალაქეობისა და ევროპული ღირებულებების გავრცელებას. ორგანიზაცია მადლობას უხდის ყველა მოხალისეს, რომელმაც საკუთარი დრო, ენერგია და გამოცდილება ამ მნიშვნელოვანი დღის წარმატებით ჩატარებას მოახმარა. მათი აქტიური მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მასშტაბური საზოგადოებრივი ღონისძიებების განხორციელებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.

Read More
Read More
July 1, 2026 Uncategorized 597 views

“The Bridge No Longer Exists”: How Legislative Changes Have Driven a Wedge Between the Government and the People

ბოლო პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ქვეყნის სამოქალაქო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვია. საინფორმაციო სააგენტო „ინფო იმერეთთან“ საუბრისას, RICDOG-ის თანამდაფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ნუგზარ კოხრეიძემ, ისაუბრა იმ მძიმე შედეგებზე, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვამ მოუტანა არა მხოლოდ სექტორს, არამედ პირველ რიგში – საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც სახელმწიფოსთან კავშირი დაკარგეს. კონტროლის მექანიზმების მოშლა: „მოსახლეობამ დაკარგა ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი“ ნუგზარ კოხრეიძის შეფასებით, განვითარებული მოვლენების ყველაზე საგანგაშო შედეგი საზოგადოებრივი კონტროლის ბერკეტების გაქრობაა. მისი თქმით, ეს პროცესი პირდაპირ აისახება მოქალაქეების შესაძლებლობაზე, ზედამხედველობა გაუწიონ ხელისუფლების საქმიანობას როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე. „თუ ზოგად სურათს ავიღებთ, უპირველეს ყოვლისა მოსახლეობამ დაკარგა მისთვის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი აკონტროლოს ხელისუფლება, ნებისმიერი ეროვნული თუ ადგილობრივი. კონტროლი ნიშნავს, რომ მათ აღარ აქვთ ინფორმაცია, თუ როგორ დგება ბიუჯეტი?, რა თანხებია გამოყოფილი ბიუჯეტში მათთვის განკუთვნილი უშუალო სერვისებისთვის? და როგორ შეიძლება საერთოდ -იყვნენ ჩართულები, რომ მათთვის სასარგებლო ბიუჯეტი იქნეს მიღებული…“ – ამბობს ნუგზარ კოხრეიძე ინტერვიუში. ინფორმაციული ვაკუუმი და კორუფციული რისკები RICDOG-ის თავმჯდომარე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ექსპერტული ცოდნის დაკარგვაზე, რომელსაც სამოქალაქო სექტორი ფლობდა. […]

Read More
Read More
April 23, 2026 Uncategorized 717 views

The Importance of Earth Day and Environmental Education | Program “Midday in Kutaisi” | MEGA TV

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „მეგა TV“-ის გადაცემაში „შუადღე ქუთაისში“ სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგის“ (RICDOG) წარმომადგენლებმა – ირაკლი თევზაძემ (RICDOG-ის გენერალური მდივანი) და დიანა აბულაძემ (გენერალური მდივნის მოადგილე) ისაუბრეს გარემოსდაცვით გამოწვევებზე, ეკომეგობრული ქცევის მნიშვნელობასა და ორგანიზაციის როლზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების პროცესში. დედამიწის დღე და წლევანდელი გლობალური გზავნილი გადაცემის ფარგლებში, RICDOG-ის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი თევზაძემ, აღნიშნა, რომ დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება და ის წარმოადგენს ერთგვარ გლობალურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ადამიანებს გარემოს დაცვის საერთო მიზნის ირგვლივ. მისი თქმით, ეს დღე არის არა მხოლოდ სიმბოლური, არამედ მნიშვნელოვანი შეხსენება: „დედამიწის დღე არის გარკვეულწილად გამაერთიანებელი და შემახსენებელი ღონისძიება“. წლევანდელი გლობალური სლოგანია — „ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“, რომელიც სამი ძირითადი მიმართულების ირგვლივ ერთიანდება: ერთიანობა მრავალფეროვნებაში, გარემოსდაცვით პრობლემებზე ღია და აქტიური საუბარი და დაგროვილი გამოცდილებების გაზიარება. ირაკლი თევზაძე აღნიშნავს:„ჩვენი ძალა მათ შორის არის ერთობასთან და ხმასთან ერთად ის გამოცდილებები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში დააგროვა სამყარომ… და აი ამ საერთო გამოცდილებების გაცვლას ეთმობა ძალიან დიდი ყურადღება წელს“. ეკომეგობრული […]

Read More
Read More
April 17, 2026 Uncategorized Programm 951 views

The “Volunteer Club” program at RICDOG is ongoing.

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) ტრადიციულად ახორციელებს პროგრამას „მოხალისეთა კლუბი“, რომელიც მიზნად ისახავს მოტივირებული ახალგაზრდების გაერთიანებას, მათი ჩართულობის გაზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მოხალისეობის პოპულარიზებას და ახალგაზრდების განვითარების მხარდაჭერას. მიმდინარე ციკლი უკვე ერთ თვეზე მეტია აქტიურად მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოხალისეობის იდეის გაძლიერებას, მონაწილეთა კომპეტენციების განვითარებას და სხვადასხვა ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას. პროგრამაში ჩართულია დაახლოებით 25 ახალგაზრდა, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ იდეების განვითარებაზე და ახალ შესაძლებლობების შექმნაზე ახალგაზრდებისთვის. მათი აქტიური ჩართულობა და თანამშრომლობა ქმნის საფუძველს ინიციატივების ეფექტიანად განხორციელებისა და ახალგაზრდული სივრცის გაძლიერებისთვის. „მოხალისეთა კლუბი“ წარმოადგენს RICDOG-ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობის, მოხალისეობის, პასუხისმგებლობისა და თანამშრომლობის კულტურის განვითარებას.

Read More
Read More
April 6, 2026 Uncategorized 593 views

Weekly Members’ Working Meetings at RICDOG

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) სისტემატურად მართავს ყოველკვირეულ სამუშაო შეხვედრებს ორგანიზაციის წევრებთან. აღნიშნული შეხვედრები წარმოადგენს სივრცეს, სადაც წევრები ერთობლივად განიხილავენ მიმდინარე პროცესებს, იდეებსა და სამომავლო გაგემებს. ასევე, მსჯელობენ – ახალი 2035 განვითარების სტრატეგიის მიმართულებებზე. შეგახსენებთ, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგი” ყოველი წლის 17 ნოემბერს, წევრთა მიღებას მართავს, სადაც წევრები ერთი წლის ვადით შეირჩევიან. RICDOG-ში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შიდა დემოკრატიის პრინციპებსა და ორგანიზაციულ განვითარებას და სწორედ ამიტომ, წევრებს აქვთ შესაძლებლობა აქტიურად მონაწილეობდნენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გამოხატონ საკუთარი პოზიციები და გავლენა იქონიონ ორგანიზაციის საქმიანობის მიმართულებებზე.

Read More
Read More
March 19, 2026 Uncategorized 626 views

Young Leaders Camp of Western Georgia

დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდა ლიდერთა ბანაკმა გააერთიანა 19 ახალგაზრდა 5 რეგიონიდან – იმერეთიდან, აჭარიდან, სამეგრელოდან, რაჭა-ლეჩხუმიდან და გურიიდან. ბანაკის ფარგლებში მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ ინტენსიურ სამუშაო პროცესში, რომელიც ორიენტირებული იყო მათი საკვანძო კომპეტენციების განვითარებაზე. პროგრამა მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა ლიდერობა, გუნდური მუშაობა, ინიციატივების მართვა, აქტიური მოქალაქეობა და ციფრული/მედია კომუნიკაცია. სასწავლო პროცესი დაფუძნებული იყო არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის მიდგომებზე, რაც უზრუნველყოფდა მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას, გამოცდილებით სწავლასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას. ბანაკის მთავარი მიზანი იყო დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდა ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერება, მათი შორის გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობა და ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ახალგაზრდები შეძლებდნენ საკუთარი იდეების განვითარებასა და სამოქალაქო აქტივობაში ჩართვას. შეხვედრების / სესიების სპიკერებს შორის იყვნენ:

Read More
en_USEnglish

Account details will be confirmed via email.