Read More
March 19, 2026 Uncategorized 654 views

Corporate Social Responsibility Event and Recognition of Supporters

19 თებერვალს გაიმართა ღონისძიება, რომელიც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) თემას დაეთმო და მიზნად ისახავდა ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობის წარმოჩენას. ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ბიზნესის როლი საზოგადოებრივ განვითარებაში და ის, თუ როგორ შეიძლება პასუხისმგებლიანი პარტნიორობა გარდაიქმნას რეალურ სოციალურ ცვლილებად. ღონისძიების სპიკერებს შორის იყო RICDOG-ის გენერალური მდივანი – ირაკლი თევზაძე, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგი” საპატიო გენერალური მდივანი ლანა თოთაძე და RICDOG-ის გენერალური მდივნის მოადგილე – დიანა აბულაძე. მხარდამჭერების დაჯილდოება ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქველმოქმედო აქცია-ღონისძიების „ის მაინც არსებობს“ მხარდამჭერების დაჯილდოებას. RICDOG-მა მადლობის სიგელები გადასცა იმ კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიეს სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს. 2025 წლის კამპანიაში ჩართული იყო დაახლოებით 40-მდე კომპანია და კერძო სექტორის წარმომადგენელი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას. მხარდამჭერი ორგანიზაციები კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: ბავშვთა გასართობი ცენტრები: ასევე: დასკვნა RICDOG-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობა, რომელიც ქმნის რეალურ შესაძლებლობებს სოციალური მხარდაჭერისა და პოზიტიური […]

Read More
Read More
March 19, 2026 Uncategorized 626 views

RICDOG Annual Report 2025

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) აქვეყნებს 2025 წლის საქმიანობის ანგარიშს, რომელიც ასახავს ორგანიზაციის მიერ წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს, მიღწეულ შედეგებსა და ძირითად მიმართულებებს. ანგარიშში წარმოდგენილია RICDOG-ის საქმიანობა ახალგაზრდული განვითარების, დემოკრატიის, სამოქალაქო განათლების, სოციალური ინოვაციების და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიმართულებებით, ასევე განხორციელებული ინიციატივების გავლენა და მიღებული გამოცდილება. დოკუმენტი მიზნად ისახავს გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და ორგანიზაციის საქმიანობის საერთო სურათის წარმოდგენას.

Read More
Read More
January 15, 2026 Uncategorized 219 views

RICDOG’s Charity Campaign “It Still Exists” (2025): Final Report

სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) საქველმოქმედო აქცია „ის მაინც არსებობს“ 2025 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი აერთიანებს ინფორმაციას აქციის განხორციელების პროცესის, მიღწეული შედეგების, მოძიებული რესურსების, მხარდაჭერილი ოჯახების, პარტნიორებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ.  2025 წელს საქველმოქმედო აქცია უკვე მეთხუთმეტედ განხორციელდა. ინიციატივის ფარგლებში მხარდაჭერა მიიღო 30 ოჯახმა და 127 ბავშვმა, ხოლო საქველმოქმედო და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად ორგანიზაციის წევრების, მოხალისეების, ინდივიდუალური შემომწირველებისა და პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით 22 ათას ლარამდე ფინანსური რესურსი შეგროვდა. გარდა ამისა, მოიძია არამონეტარული შემოწირულობებიც, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 10 000 ლარს შეადგენდა.  ანგარიშში აღწერილია აქციის მომზადებისა და განხორციელების ყველა ძირითადი ეტაპი, მათ შორის მოხალისეთა და ორგანიზაციის წევრების ჩართულობა, სოციალური მედიის კამპანიები, ფონდების მოძიების აქტივობები, მხარდამჭერი კომპანიებისა და ინდივიდების წვლილი, ასევე შემაჯამებელი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას RICDOG-ის ახალი, 2035 წლამდე განვითარების სტრატეგიაც წარედგინა.  RICDOG განსაკუთრებულ მადლობას უხდის თითოეულ მხარდამჭერს, მოხალისეს, პარტნიორ ორგანიზაციას, კომპანიასა და მოქალაქეს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს აქციის წარმატებით განხორციელებაში. სწორედ მათი თანადგომით გახდა შესაძლებელი ათეულობით ოჯახის მხარდაჭერა და საახალწლო პერიოდის უფრო თბილი და ღირსეული გარემოს შექმნა ბავშვებისთვის.  შემაჯამებელი […]

Read More
Read More
December 6, 2025 Uncategorized 809 views

Youth camp

პროექტის „იმოქმედე საქართველოსთვის“ ფარგლებში, ახალგაზრდა ლიდერების ინიციატივით – 3 დღიანი ახალგაზრდული ბანაკი გაიმართა. ინიციატივის მიზანი იყო, ახალგაზრდების საკვანძო კომპეტენციების განვითარების მხარდაჭერა და იმერეთის ახალგაზრდული ქსელის განვითარება. ბანაკი არაფორმალური განათლების მიდგომებით განხორციელდა და ბანაკის განმავლობაში სესიების ფასილიტირებას ახდნენდნენ RICDOG-ის გენერლაური მდივანი და ტრენერი – ირაკლი თევზაძე და მშვიდობის კორპუსის მოხალისე RICDOG-ში – აარონ ვოიდა. პროგრამაში 20-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციისთვის: იმერეთის რეგიონში შერჩეული ახალგაზრდა ლიდერები „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებენ. „იმოქმედე საქართველოსთვის“ მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობას და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. პროექტი ორიენტირებულია სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციურ განვითარებასა და მისი მდგრადობის უზრუნველყოფაზე. პროექტის ფარგლებში RICDOG ასრულებს იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების ჰაბის ფუნქციას და აქტიურად მუშაობს რეგიონში სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე. პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

Read More
Read More
October 29, 2025 Uncategorized 665 views

Meeting of RICDOG’s Secretary General with the Ambassador of France to Georgia

საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში ქუთაისში ვიზიტისას შეხვდნენ რამდენიმე ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, მათ შორის – ISFED, GYLA… საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები და ელჩი შეხვდენენ სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბის „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) გენერალურ მდივანსაც – ირაკლი თევზაძეს. შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების როლსა და გამოწვევებზე მსჯელობა. RICDOG მადლობას უხდის საფრანგეთის საელჩოს საქართველოს ახალგაზრდებთან, განათლებასთან და დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებული თემებით ინტერესისა და მხარდაჭერისთვის.

Read More
Read More
October 29, 2025 Uncategorized 739 views

Visit of the Ambassador of the Czech Republic to the RICDOG Office

RICDOG-ის გუნდი მადლიერებას გამოხატავს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის, ბატონი პეტრ კუბერნატის , ჩვენს ოფისში სტუმრობისთვის და ორგანიზაციის საქმიანობის მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის. მისი ვიზიტი მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენი გუნდისთვის და დიდი მოტივაცია – განვაგრძოთ ახალგაზრდებთან, განათლებასთან და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებული ინოვაციური პროექტების განხორციელება.

Read More
Read More
September 17, 2025 Uncategorized 913 views

50-მდე ქუთაისელი ახალგაზრდასთვის ევროკაშირის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

პროექტის „იმოქმედე საქართველოსთვის“ ფარგლებში, ახალგაზრდა ლიდერების ინიციატივით 50-მდე ქუთაისელი ახალგაზრდასთვის ევროკაშირის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი ესწრებოდა. RICDOG-ის ოფისში გამარტული საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდები სპეციალურად დაგეგმილ 3 აქტივობაში ჩაერთვნენ: – „დისკუსია ნარატივებზე“ – სადისკუსიო ვორქშოფი; – “ევროპის გზა: – სამაგიდე თამაში ევროკავშირის შესახებ; – შემოქმედებითი ვორქშოპი – “გამოხატე შენი ევროპა“. ინფორმაციისთვის: იმერეთის რეგიონში შერჩეული ახალგაზრდა ლიდერები „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებენ. „იმოქმედე საქართველოსთვის“ მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობას და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. პროექტი ორიენტირებულია სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციურ განვითარებასა და მისი მდგრადობის უზრუნველყოფაზე. პროექტის ფარგლებში RICDOG ასრულებს იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების ჰაბის ფუნქციას და აქტიურად მუშაობს რეგიონში სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე. პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

Read More
Read More
September 17, 2025 Uncategorized 844 views

რა არის დემოკრატია?! – ახალგაზრდების თვალით დანახული “დემოკრატია”

15 სექტემბერი – დემოკრატიის საერთაშორისო დღეა! ჩვენ, ახალგაზრდა ლიდერთა ბანაკის მონაწილეებს ვკითხეთ – რა არის მათთვის დემოკრატია? შეგახსენებთ, ბანაკი პროექტის “იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის” ფარგლებში განხორციელდა და მასში მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონიდან ახალგაზრდები. პროექტის ფარგლებში RICDOG ასრულებს იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების ჰაბის ფუნქციას და აქტიურად მუშაობს რეგიონში სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე. პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

Read More
Read More
August 14, 2025 Uncategorized 1035 views

The Civic Education Champions Program concluded with a final conference

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბმა „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) წარმატებით დაასრულა „Civic Education Champions“ პროგრამა, რომელიც ევროპის საბჭოს პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში – მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლასა და ადგილობრივ თემში“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. დასკვნითი კონფერენცია, რომელიც პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებად იქცა, გააერთიანა 120 მონაწილე, მათ შორის მშობლები, პედაგოგები, ახალგაზრდები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ბოლო ორი თვის განმავლობაში, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სამოქალაქო განათლების კლუბები აქტიურად მუშაობდნენ თავიანთ თემებში – გეგმავდნენ, ქმნიდნენ და ახორციელებდნენ ინიციატივებს, რომლებმაც 250-ზე მეტი ახალგაზრდა და 700-ზე მეტი აქტივობა გააერთიანა. პროგრამა დაფუძნებული იყო გეიმიფიცირებულ მიდგომაზე, რაც მონაწილეებს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევდა. კონფერენციაზე გამოვლინდა გამარჯვებული კლუბები: გამარჯვებულ კლუბებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები, რომელთა ნაწილი კერძო სექტორის მხარდაჭერით იქნა უზრუნველყოფილი. ორგანიზატორები მადლობას უხდიან საკანცელარიო მაღაზიას „Pencilled“, მარკეტინგულ სააგენტოს „Vento“ და კომპანიას „ხემსი“ მხარდაჭერისთვის. პროექტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების გაძლიერება, თემში მათი ჩართულობა და ინიციატივების ხელშეწყობა, რაც ადგილობრივ საზოგადოებებში პოზიტიურ ცვლილებებს ქმნის.

Read More
Read More
July 16, 2025 Uncategorized 1036 views

These results are not accidental!

დღეს, გავრცელებული კვლევის შედეგები, რომელიც UNICEF-ის დაკვეთით ჩატარდა და აღწერს 18-24 წლამდე ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და სოციალური მონაწილეობისთვის არსებული ვითარების სირთულეებს, ნათლად ასახავს იმ სისტემურ პრობლემებს, რომელთა წინაშეც ახალგაზრდული სფერო საქართველოში დგას. ეს შედეგები შემთხვევითი არ არის! კვლევა პირდაპირ მიგვანიშნებს იმ კრიზისზე, რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა და განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო პერიოდში. ერთის მხრივ, ახალგაზრდული პოლიტიკის მონაწილეობრივი განვითარება შეფერხებულია – ახალგაზრდებს და ახალგაზრდული პოლიტიკის აქტორებს ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, ხოლო სამოქალაქო ორგანიზაციებზე, მათ შორის ახალგაზრდულ ორგანიზაციებზე და გაერთიანებზე, გაზრდილია როგორც საკანონმდებლო, ასევე საოპერაციო წნეხი და რისკები, რაც რეგიონებში განსაკუთრებით იგრძნობა. ბუნებრივია, სამოქალაქო სექტორისთვის შექმნილი არახელსაყრელი და რეპრესიული გარემო და პოლიტიკური არასტაბილურობა – პირდაპირ აისახება ახალგაზრდულ პროგრამებსა და სერვისებზე. მეორეს მხრივ, ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეფერხება და მის ირგვლივ შექმნილი გაურკვევლობა ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთი ხელშესახები გამოწვევაა. იკლებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამები, მცირდება ახალგაზრდული შესაძლებლობები, არ ხორციელდება სისტემური და გრძელვადიანი მუშაობა ახალგაზრდებთან და ნაკლებად არის მხარდაჭერილი არაფორმალური, ახალგაზრდული სივრცეების განვითარება. […]

Read More
en_USEnglish

Account details will be confirmed via email.