„UG ახალგაზრდული კლუბი“ – ახალი შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის ქუთაისში
RICDOG საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ქუთაისში „UG ახალგაზრდული კლუბის“ პროგრამას იწყებს. პროგრამა IX-XII კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი და ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების, თვითგანვითარებისა და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის სივრცის შექმნას ისახავს მიზნად.
„UG ახალგაზრდული კლუბი“ საქართველოს უნივერსიტეტისა და პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლობით გორში, ქუთაისსა და რუსთავში ხორციელდება. ქუთაისში პროგრამის განხორციელების პარტნიორია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG).
რას სთავაზობს პროგრამა ახალგაზრდებს?
პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ უკეთ შეიცნონ საკუთარი ინტერესები, უნარები და ღირებულებები, დაფიქრდნენ საკუთარ საგანმანათლებლო და პროფესიულ მომავალზე და განივითარონ სხვადასხვა ცხოვრებისეული კომპეტენცია.
კლუბის საქმიანობა ეფუძნება არაფორმალური განათლებისა და გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებს. შეხვედრები მოიცავს პრაქტიკულ აქტივობებს, დისკუსიებსა და ჯგუფურ მუშაობას, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს არა მხოლოდ მიიღონ ახალი ცოდნა, არამედ გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები და აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
ქუთაისის „UG ახალგაზრდულ კლუბში“ მონაწილეობა შეუძლიათ IX-XII კლასის მოსწავლეებს, რომლებიც ცხოვრობენ ქუთაისში ან მიმდებარე მუნიციპალიტეტებში და მზად არიან პროგრამის განმავლობაში აქტიურად ჩაერთონ კლუბის საქმიანობაში.
პროგრამა 2026 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყება და დეკემბრამდე გაგრძელდება. შეხვედრები გაიმართება კვირაში მინიმუმ ერთხელ, არასასკოლო საათებში, ხოლო თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა საშუალოდ ორი საათი იქნება.
მონაწილეთა შერჩევა ორ ეტაპად განხორციელდება — პირველ ეტაპზე შეფასდება მიღებული განაცხადები, ხოლო შემდეგ შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება ინტერვიუ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 13 სექტემბერი.
შეავსე აპლიკაცია„UG ახალგაზრდული კლუბის“ საშუალებით ქუთაისში შეიქმნება კიდევ ერთი სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ საკუთარ განვითარებაზე, აღმოაჩინონ ინტერესები და შესაძლებლობები, შეხვდნენ თანატოლებს და უფრო გააზრებულად დაგეგმონ სამომავლო ნაბიჯები.