სექტემბერი 23, 2026 Category: Uncategorized
30 views

გაიცანით RICDOG — ეკატერინე მარუქაშვილი

20 წელზე მეტია, RICDOG ქმნის მაგალითს იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს საქართველოში ნამდვილად ორგანული, სათემო სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენი ორგანიზაცია დემოკრატიული პრინციპებზე დგას და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც RICDOG-ის საქმიანობაში წვლილი შეაქვს, შეუძლია გახდეს ორგანიზაციის წევრი, მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ეტაპობრივად გახდეს ორგანიზაციის არჩეული ხელმძღვანელობის ნაწილი. 

სწორედ ამიტომ, ადამიანები, რომლებიც დღეს RICDOG-ს გუნდს ქმნიან, ის ადამიანები არიან, რომლებიც ადრე თავად იყვნენ ორგანიზაციის მოხალისეები.

ერთ-ერთი ასეთი ლიდერია ეკატერინე „კატო“ მარუქაშვილი. კატო 2017-2020 წლებში RICDOG-ის გენერალური მდივანი იყო. დღეს ის RICDOG-ის პრეზიდიუმის მესამე ვიცე-პრეზიდენტია და ორგანიზაციის ფინანსური მიმართულებას მართავს. კატომ RICDOG 2012 წელს აღმოაჩინა, როდესაც ჯერ კიდევ სტუდენტი იყო. ის გარემოს დაცვის თემაზე გამართულ ჩვენს ერთ-ერთ ღონისძიებაში მონაწილეობდა

„ღონისძიება კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეძღვნებოდა და მეც ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი. მახსოვს, მაისის თვეში გარეთ უზარმაზარი ზამთრის ქურთუკით ვიდექი, ეს იყო ინუსტრაცია მიმდინარე კლიმატის ცვლილებების. RICDOG-ის შესახებ ჩემი უნივერსიტეტის ლექტორებისგან მქონდა გაგებული, ისინი ორგანიზაციის თანადამფუძნებლები არიან, სწორედ მათი რეკომენდაციით გადავწყვიტე, უფრო აქტიურად ჩავრთულიყავი ორგანიზაციის მიმდინარე პროცესებში. ორი თვის შემდეგ RICDOG-ის წევრებისთვის განკუთვნილ ტრადიციულ ბანაკში მივიღე მონაწილეობა. სწორედ იქ გავიცანი RICDOG-ის მაშინდელი გუნდი ბევრად უკეთ და ამ ბანაკის შემდეგ ჩემი ცხოვრება RICDOG-ის გარეშე აღარ მახსოვს.“

კატოს მონაწილეობა აქვს მიღებული RICDOG-ის ახალგაზრდული საქმიანობისა და სამოქალაქო განათლების არაერთი პროგრამის შექმნასა და განხორციელებაში. მისთვის ამ საქმიანობამ ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა შექმნა.

„ჩემი საქმიანობა შესაძლებლობას მაძლევს, ჩემი გამოცდილება ასობით ახალგაზრდას გავუზიარო, დავეხმარო მათ, გახდნენ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია და მათთან ერთად ვიმუშაო ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების შესაქმნელად. ვფიქრობ, წარმოუდგენლად გამიმართლა, რომ ამ არაჩვეულებრივი გუნდის განუყოფელი ნაწილი ვარ.“

RICDOG-ის ბევრმა პროექტმა კატოს საკუთარი კომფორტის ზონის მიღმა გასვლის შესაძლებლობა მისცა და ლიდერული და მენეჯერული უნარების განვითარებაში დაეხმარა. როგორც თავად გვიყვება, განსაკუთრებით ამაყობს ერთ-ერთი პროექტით, რომლის ფარგლებშიც ქუთაისის საჯარო პარკში ველოსიპედები დამონტაჟდა, რომლებიც, პედლების ტრიალის მეშვეობით, ელექტრონული მოწყობილობებისთვის ენერგიის გამომუშავების საშუალებას იძლეოდა.

„მიზანი იყო, ადამიანებს საკუთარი ძალებით გამომუშავებული განახლებადი ენერგიის გამოყენებით, ტელეფონების ან სხვა მოწყობილობების დამუხტვა შეძლებოდათ. ამ პროექტით ვამაყობ, რადგან მინდოდა, ჩემი ქალაქისთვის რაღაც კარგი გამეკეთებინა. ეს ჩემთვის გამოწვევა იყო, რადგან ამ სფეროში არც შესაბამისი ცოდნა მქონდა და არც გამოცდილება. თუმცა მქონდა რაღაც, რაც ამ გამოწვევის დაძლევაში დამეხმარა – RICDOG-ის შეუპოვრობა, არასოდეს დანებდე და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანო; რწმენა, რომ ყველაფერი შემიძლია, რომ ამ სამყაროში შეუძლებელი არაფერია და როდესაც ნამდვილად იცი, რატომ აკეთებ რაღაცას, ეს მოტივაცია ძალას გაძლევს, მიაღწიო იმასაც კი, რაც შეუძლებლად გეჩვენება.“

კატოს მსგავსი ლიდერების მხარდაჭერამ RICDOG-ის სიძლიერისა და მდგრადობის განმტკიცებას შეუწყო ხელი. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამ რთულ პერიოდში RICDOG კვლავ ძლიერი და აქტიურია იმ ერთგული გუნდისა და წევრების წყალობით, რომლებიც ორგანიზაციის გრძელვადიან ხედვას იზიარებენ და მის განვითარებაში საკუთარ წვლილს დებენ. სწორედ ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ გააგრძელოს RICDOG-ის მსგავსი ორგანიზაციების მხარდაჭერა.

„დღეს, როგორც არასდროს, RICDOG-ს ადამიანების გააზრებული და რეალური მხარდაჭერა სჭირდება,“ — ამბობს კატო. „რადგან სწორედ ამ სივრცეში ყალიბდებიან გამორჩეული ადამიანები და პოულობენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას. ჩვენ გვინდა, RICDOG-ში მომავალი თაობების ლიდერების გაძლიერება გავაგრძელოთ.“

მომდევნო კვირების განმავლობაში კიდევ გაგიზიარებთ იმ ადამიანების ისტორიებს, რომლებიც RICDOG-ს წინ უძღვებიან და მის მომავალს ქმნიან. თვალი გვადევნეთ.

Leave A Review

ka_GEGeorgian

Account details will be confirmed via email.