დეკემბერი 18, 2024 Uncategorized 1075 views

RICDOG ბირჟა

RICDOG ბირჟა წარმოადგენს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგი”-ს კორპორაციულ თამაშს, რომლის მიზანია ფანდრაიზინგის კულტურის დამკვიდრება ორგანიზაციის წევრებს შორის და მათი საქმიანობის სტიმულირება.

მეტის წაკითხვა
დეკემბერი 18, 2024 Uncategorized 1244 views

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა

2009 წლის 7 მაისს ევროკავშირმა აღმოსავლეთ ევროპის ექვს ქვეყანას – აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, ბელორუსი, მოლდავეთი, უკრაინა – თანამშრომლობის ახალი ფორმა,  აღმოსავლეთის პარტნიორობა შესთავაზა. ევროკავშირის ახალი ინიციატივის მიზნებია: დემოკრატიისა და ეფექტიანი მმართველობის, სოციალური და ეკონომიკური განვითარების, სექტორული რეფორმების, გარემოს დაცვის ხელშეწყობა, ენერგოსექტორის გაძლიერება, ხალხთაშორისი კონტაქტების წახალისება.

მეტის წაკითხვა
დეკემბერი 18, 2024 Uncategorized 1169 views

RICDOG ბანაკი

სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” აქტიურად მუშაობს ახალგაზრდული ბანაკების მოწყობაზე. პროგრამა “ახალგაზრდობა მოქმედებაში” ფარგლებში არაერთი საერთაშორისო ბანაკი მოაწყო. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციისთვის მისი წევრებისა და მხარდამჭერებისთვის მოწყობილი ბანაკებია. ყოველწლიურად ივლისის ბოლოს ორგანიზაცია წევრებისა და მხარდამჭერებისთვის სამდღიან ბანაკს აწყობს, რომლის პროგრამა ყოველ წელს განსხვავებულია. ორგანიზაცია აგრეთვე ახორციელებს სხვა ორგანიზაციებისთვის ბანაკების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

მეტის წაკითხვა
დეკემბერი 18, 2024 Uncategorized 1125 views

RICDOG სიმბოლოები

წარმოდგენილია ორი მწვანე და ოქროსფერი ხაზებისგან, რომლებიც ერთიანობაში ქმნიან დნმ მსგავს ფიგურას. მწვანე ფერი – ახალგაზრდულ ენერგიას აღნიშნავს, ხოლო ოქროსფერი – სიბრძნეს, რომელიც ძველგაზრდობაშია წარმოდგენილი. ორგანიზაციის მესამე ფერი დედამიწის და სიმბოლოს ირგვლივ რკალებშია წარმოდგენილი. ერთიანობაში აღნიშნავს თაობათა შორის დიალოგს. დედამიწის ფიგურა აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია საერთო სამყაროს საკითხებზე მუშაობს და მისი გეოგრაფია მთელი პლანეტაა. ერთიანობაში ხაზები და პლატენა კი ადამიანის გამოსახულებას ქმნის, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზაცია ორიენტირებულია ადამიანზე და იმ ყველაფერზე რაც დნმ საფუძველზე დევს ადამიანში. ის ადამიანური ფასეულობების და მისი პრინციპების გამტარია.

მეტის წაკითხვა
დეკემბერი 18, 2024 Uncategorized 1191 views

სამეცნიერო კლუბი

სამეცნიერო კლუბი წარმოადგენს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგი”-ს მნიშვნელოვან ნაწილს. იგი 2005 წლიდან ფუნქციონირებს და მას 30 მეტი დისკურსი, მონოლექცია თუ სხვა აქვს განხორციელებული. გარდა ამისა კლუბი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას და მასში სტუდენტების ჩართულობას. სწორედ სამეცნიერო კლუბის ბაზაზე შეიქმნა ორგანიზაცია, თუმცა დღეს მისი საქმიანობა გაცილებით მეტ სფეროს მოიცავს ვიდრე მხოლოდ მეცნიერებაა.

მეტის წაკითხვა
ka_GEGeorgian

Account details will be confirmed via email.