დეკემბერი 23, 2024 Category: პროექტი
68 views

ACCESS – ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას

პროგრამის აღწერა:

ACCESS  არის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ინგლისური ენის შემსწავლელ გაკვეთილებს სკოლის შემდეგ საათებში. პროგრამა განკუთვნილია 13-18 წლის მოსწავლეებისთვის საქართველოში, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველ ოჯახებში ცხოვრობს. პროგრამის მიზანია, ინგლისური ენის სწავლა უფრო ხელმისაწვდომი გახადოს და მონაწილეებს განუვითაროს ლიდერობისა და სხვა აუცილებელი უნარები და კომპეტენციები.

პროგრამა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა მოზარდებისთვის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახებიდან. გარდა იმისა, რომ ბავშვები შეისწავლიან ინგლისურ ენას, ისინი, ასევე ეზიარებიან ამერიკულ კულტურასა და წეს-ჩვეულებებს და განავითარებენ ლიდერის თვისებებს.

ACCESS პროგრამა 4 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა ქუთაიში, 2024 წლიდან კი იგი ბაღდათში გრძელდება.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ACCESS პროგრამას მასპინძლობს Game Zone, ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც 2020 წელს დაფუძნდა.

• Access-ის გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამით.

ზეგავლენა:

პროგრამა უზრუნველყოფს მონაწილეებისთვის არა მხოლოდ ინგლისური ენის სწავლას, არამედ უნარებისა და ცხოვრებისეული კომპეტენციების განვითარებას, რაც მათ დაეხმარება სამომავლო აკადემიური და პროფესიული შესაძლებლობების გაუმჯობესებაში, ასევე ლიდერობისა და სამოქალაქო ჩართულობის საფუძვლის გაძლიერებაში.

პრეოქტს ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბთან „თაობათა დიალოგი“ თანამშრომლობით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით.

პოსტის თეგები
ka_GEGeorgian

Account details will be confirmed via email.