ACT for Life
მიზანი:
პროექტის მიზანია ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და მათთვის შესაბამისი ცოდნისა და უნარების გადაცემა, რათა შეძლონ ექსტრემალურ სიტუაციებში, როგორიცაა ანომალიურად მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, ეფექტურად აღმოუჩინონ პირველი დახმარება მოსახლეობას და უზრუნველყონ მათი მხარდაჭერა.
ხანგრძლივობა:
პროგრამა განხორციელდა 8 თვის განმავლობაში (2024 წლის, თებერვალი – სექტემბერი) და მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს.
სამიზნე ჯგუფი:
პროექტი იყო მიზანმიმართული ქუთაისში მცხოვრებ მოსახელობაზე: ახალგაზრდებზე, პენიონერებზე და იმ ადამიანების ჯგუფებზე, რომლებიც ე.წ. ანომალირუად მაღალი ტემპერატურის პირობებში წარმოადგენენ ე.წ. რის ჯგუფებს (მაგ. გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადების მქონე პირები).
მეთოდოლოგია და აქტივობები:
პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულმა მრავალმხრივმა ღონისძიებებმა, კამპანიამ, ბანაკმა, მედია აქტივობებმა და ინიციატივებმა ხელი შეუწყო როგორც ცნობიერების ამაღლებას, ასევე უშუალო დახმარებას ანომალიურად მაღალი ტემპერატურის პირობებში ქცევისა და უსაფრთხოების რეკომენდაციების შესაბამისად. ძირითადი კომპონენტები მოიცავდა:
1. საინფორმაციო კამპანიას:
• ახალგაზრდების მიერ ინფორმაციის გავრცელებაზე მიმართული აქტივობების განხორცელება მუნიციპალიტეტში, რომლის მიზანი იყო ანომალიურად მაღალი ტემპერატურის პირობებში უსაფრთხოების წესების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
• საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და რჩევების გაზიარება.
2. საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბება:
• ჩამოყალიბდა ახალგაზრდებისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც ადგილებზე უზრუნველყოფდნენ დახმარებას: მოსახლეობას სთავაზობდნენ სასმელ წყალს ანომალიური სიცხის დროს და უზიარებდნენ შესაბამის ინფორმაციას.
3. ონლაინ და ოფლაინ შეხვედრები:
• დაინტერესებული პირებისთვის გაიმართა სესიები, სემინარები და ვორქშოფები, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციების პრაქტიკული რეკომენდაციები განიხილეს.
• შეხვედრები მოიცავდა როგორც ონლაინ, ისე ფიზიკური ფორმატით ჩართულობას, რათა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო ინფორმაცია სხვადასხვა ჯგუფისთვის.
მიღწევები:
პროგრამამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია როგორც ახალგაზრდების, ისე ფართო საზოგადოების ცნობიერებაზე. მისი შედეგები მოიცავს:
• ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების დონის ზრდას ანომალიური სიცხის პირობებში ქცევის უსაფრთხოების შესახებ.
• ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას სამოქალაქო და სოციალურ ინიციატივებში.
• საერთაშორისო რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და მათი პრაქტიკაში გამოყენების პოპულარიზაციას.
რეკომენდაციების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე
სოციალური მნიშვნელობა:
პროგრამა “Act For Life” არა მხოლოდ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა, არამედ რეალურ მხარდაჭერას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისეთი გამოწვევების პირობებში, როგორიცაა კლიმატური ცვლილებების მიერ გამოწვეული ექსტრემალური ამინდები.
დამატებითი ინფორმაცია:
პროექტი ხორციელდებოდა URGENT ACTION FUND-ის ფინანსური მხარდაჭერით.