დეკემბერი 16, 2024 Category: პროექტი
11 views

GAME ზონა

„GAME ზონა“ ქმნის ახალგაზრდებისთვის ალტერნატიულ სივრცეს ბაღდათში. 

ეს არის ახალგაზრდული ცენტრი / სივრცე, რომელშიც ახალგაზრდული საქმიანობის პრაქტიკები ხორციელდება.


პროექტის ფარგლებში თავდაპირველად შეირჩა 5 ახალგაზრდული მუშაკი, რომლებიც გეიმიფიკაციის მეთოდის გამოყენებით ატარებდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო თამაშებს და სავარჯიშოებს, ახალგაზრდებს დაეხმარნენ ინიციატივების განხორციელებაში ახალგაზრდებში პიროვნული, მოქალაქეობრივი და სხვა კომპეტენციების განვითარების მიზნით. 

პროექტის „GAME ზონა“ მიზანია ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-დან 29-წლამდე ახალგაზრდებისათვის ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ პიროვნული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განვითარებას, გააქტიურებას და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვას. 

პროექტის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტში შეიქმნება ახალგაზრდული პლათფორმა “Game ზონა“ რომელიც ახალგაზრდული ცენტრის მოდელია და იგი, 3 ძირითადი მიმართულებით იმუშავებს:

1) ახალგაზრდებისათვის მუდმივად ხელმისაწვდომი ალტერნატიული თავშეყრის, გართობისა და დასვენების სივრცე;

2) კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების განვითარების პლატფორმა, რომელიც GAME ზონაში ახალგაზრდული მუშაკების მიერ ჩატარებული თამაშებით იქნება შესაძლებელი;

3) და ინიციატივების წახალისების, განვითარებისა და მხარდაჭერის პროგრამა.

პროექტს ახორციელებს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და იგი დაფინანსებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას და არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებისთვის ძირითადი საკვანძო კომპეტენციების გადაცემას.

პროექტი 2020-2021 წლებში, 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2021 წლის აპრილიდან კი RICDOG-ის ჩართულობით, პროექტმა დამოუკიდებლად (დაფინანსების გარეშე) განაგრძო მუშაობა.

სივრცე დღესაც ფუნქციონირებს.

ka_GEGeorgian

Account details will be confirmed via email.