მეტის წაკითხვა
ივლისი 2, 2025 პროექტი 57 views

იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა

პროექტის – „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. იმერეთის რეგიონული ჰაბის — სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) ოფისში გამართულ შეხვედრაზე: • მონაწილეებბმა იმსჯელეს სამოქალაქო საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და სფეროში არსებულ მდგომარეობაზე; • სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ორგანიზაციული გამოცდილებები გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის და ხედვები გაეცვალათ; • შეხვედრაში მონაწილე პირებს, პროექტის ფარგლებში, RICDOG-ის ოფისში შექმნილი ევროკავშირის საინფორმაციო კუთხე წარუდგინა გენერალურმა მდივანმა ირაკლი თევზაძემ. ცოტა მეტი პროექტის შესახებ: „იმოქმედე საქართველოსთვის“ მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობას და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. პროექტი ორიენტირებულია სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური განვითარებისა და მდგრადობის უზრუნველყოფაზე. პროექტის ფარგლებში RICDOG ასრულებს იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების ჰაბის ფუნქციას და აქტიურად მუშაობს რეგიონში სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე. – პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. გაიგე მეტი პროექტის შესახებ:

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
ივნისი 28, 2025 პროექტი 115 views

RICDOG-ის მოხალისეებმა ახალი, სახალხო დაფინანსების კამპანია, “დაიწყე ცვლილება შენით!” წამოიწყო!

ორბელიანი მეტის პლატფორმის მეშვეობით, RICDOG-ის მოხალისეების და გუნდის წევრების ახალი ინიციატივა “აჩუქე განათლების შესაძლებლობა ქუთაისელ ბავშვებს!” მხარდაჭერებს ეძებს. სახალხო დაფინანსებით სამიზნე თანხის შეგროვების შემთხვევაში იდეა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანადაფინანსებით დამატებით რესურსებს მიიღებს. კამპანიის შინაარსი  მოხალისე ახალგაზრდების ინიციატივით და RICDOG-ის გუნდთან თანამშრომლობით, ქუთაისში იგეგმება ინოვაციური პროგრამის შექმნა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. პროგრამა დაფუძნებულია „ART is Fun +“ მეთოდებზე და მიზნად ისახავს 60 ბავშვის კრეატიული, აკადემიური და პიროვნული განვითარების ხელშეწყობას.პროგრამა 6 კვირაზეა გათვლილი და მოიცავს ყოველკვირეულ შეხვედრებს ახლადშექმნილ სოციალურ საწარმოში ქუთაისში. აქ ბავშვებს ელით უსაფრთხო და მხარდამჭერი სივრცე, სადაც მათთან ერთად იმუშავებენ ენერგიული და მოტივირებული მოხალისე ახალგაზრდული მუშაკები.პროგრამა: მოხალისეები აქტიურად ჩაერთვებიან როგორც პროგრამის დაგეგმვაში, ისე ყოველკვირეულ  შეხვედრებში, რაც შექმნის შთამაგონებელ გარემოს, სადაც ბავშვები სწავლობენ, იზრდებიან და მოტივაციას იღებენ.პროგრამის განხორციელებას თან ახლავს მნიშვნელოვანი დამატებითი სარგებელიც: გაუმჯობესდება სოციალური საწარმოს სივრცე, გაძლიერდება არსებული პროგრამა და მომავალში შესაძლებელი გახდება ნაკლები რესურსებით უფრო მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა. ეს ინიციატივა ქმნის […]

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
მაისი 27, 2025 პროგრამა პროექტი 169 views

„Civic Education Champions“ Camp

4 დღიანმა ბანაკებმა, რომელიც არაფორმალური განათლების პრინციპებზე იყო დაფუძნებული, ჯამში უმასპინძლა 48 ახალგაზრდას იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან ორ ნაკადად. ბანაკის თითოეული დღე სპეციალურად იყო დაგეგმილი — სამოქალაქო ჩართულობის, ლიდერობის, გუნდური მუშაობის, ინიციატივების დაგეგმვისა და კომუნიკაციის თემების გარშემო, პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მისაღებად. მომდევნო 2 თვის განმავლობაში, ახალგაზრდები სამოქალაქო განათლების მუნიციპალური კლუბების საქმიანობაში იქნებიან ჩართულები და გეიმიფიცირების მიდგომით შექმნილ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას — თემში ცვლილებების წამოსაწყებად. პროექტის ფარგლებში, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობები გაიმართება, რომელსაც ძირითადად სამოქალაქო განათლების მუნიციპალური კლუბები განახორციელებენ. პროექტის ფარგლებში, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობები გაიმართება, რომელსაც ძირითადად სამოქალაქო განათლების მუნიციპალური კლუბები განახორციელებენ. პროექტს ახორციელებს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG), ევროპის საბჭოს პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში – მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლასა და ადგილობრივ თემში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
მაისი 13, 2025 პროექტი 129 views

ევროპის დღე – ქუთაისელი ახალგაზრდები ექსპოჯორჯიაში ჩატარებულ ღონისძიებას შეურთდნენ

9 მაისს, ევროპის დღეს ქუთაისელი ახალგაზრდებიც შეურთდნენ ექსპოჯორჯიაში ჩატარებულ ღონისძიებას! ინიციატივა ეკუთვნის ახალგაზრდა ლიდერებს, პროექტის „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში. ახალგაზრდები ჩაერთვნენ სხვადასხვა სახის აქტივობებში, როგორიც არის აუდიო-ვიზუალური გამოფენა „ეს ქვეყანა შენია“, თემატური დისკუსიები და საგანმანათლებლო აქტივობები, ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროგრამების გამოფენა. ინფორმაციისთვის: ახალგაზრდა ლიდერები შეირჩნენ პროექტის – „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში. „იმოქმედე საქართველოსთვის“ მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობას და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. პროექტი ორიენტირებულია სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციურ განვითარებასა და მისი მდგრადობის უზრუნველყოფაზე. პროექტის ფარგლებში RICDOG ასრულებს იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების ჰაბის ფუნქციას და აქტიურად მუშაობს რეგიონში სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე. პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
მაისი 3, 2025 პროექტი 252 views

2 მაისს, ქუთაისქალაქობას, ახალგაზრდა ლიდერების ინიციატივით პირველი აქტივობა გაიმართა

სტიკერები, ფლაერები, ფოტო-ჩარჩო და უამრავი ღიმილი — ყველაფერი იმისთვის, რომ ევროპული არჩევანი კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა მოქალაქეებმა ფოტოები გადაიღეს სპეციალურად დამზადებულ ჩარჩოში, ინფორმაცია მიიღეს ევროკავშირის მიერ ქუთაისში განხორციელებული პროექტების შესახებ და თან გაიყოლეს სიმბოლური სტიკერები და ფლაერები ჩვენ გვჯერა, რომ ქუთაისი ნამდვილად ევროპული ქალაქია — და სწორედ ამ გზაზე მოძრაობა უნდა გაგრძელდეს თანასწორობის, განვითარებისა და თავისუფლების სახელით. იპოვე შენი თავი ფოტოებში – ბმული პირველ კომენტარში ინფორმაციისთვის: ახალგაზრდა ლიდერები პროექტის – „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში იქნა შერჩეული. „იმოქმედე საქართველოსთვის“ მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობას და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. პროექტი ორიენტირებულია სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური განვითარებისა და მდგრადობის უზრუნველყოფაზე. პროექტის ფარგლებში RICDOG ასრულებს იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების ჰაბის ფუნქციას და აქტიურად მუშაობს რეგიონში სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე. პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

მეტის წაკითხვა
ka_GEGeorgian

Account details will be confirmed via email.