„Civic Education Champions“ Camp
4 დღიანმა ბანაკებმა, რომელიც არაფორმალური განათლების პრინციპებზე იყო დაფუძნებული, ჯამში უმასპინძლა 48 ახალგაზრდას იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან ორ ნაკადად. ბანაკის თითოეული დღე სპეციალურად იყო დაგეგმილი — სამოქალაქო ჩართულობის, ლიდერობის, გუნდური მუშაობის, ინიციატივების დაგეგმვისა და კომუნიკაციის თემების გარშემო, პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მისაღებად. მომდევნო 2 თვის განმავლობაში, ახალგაზრდები სამოქალაქო განათლების მუნიციპალური კლუბების საქმიანობაში იქნებიან ჩართულები და გეიმიფიცირების მიდგომით შექმნილ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას — თემში ცვლილებების წამოსაწყებად. პროექტის ფარგლებში, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობები გაიმართება, რომელსაც ძირითადად სამოქალაქო განათლების მუნიციპალური კლუბები განახორციელებენ. პროექტის ფარგლებში, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობები გაიმართება, რომელსაც ძირითადად სამოქალაქო განათლების მუნიციპალური კლუბები განახორციელებენ. პროექტს ახორციელებს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG), ევროპის საბჭოს პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში – მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლასა და ადგილობრივ თემში“ ფინანსური მხარდაჭერით.