ბოლო განახლება: 7.09.2026
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ — RICDOG — პატივს სცემს შენს პირად სივრცეს და პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1. მონაცემები:
პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირია:
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ — RICDOG
მისამართი: ვ.კუპრაძის მე-14 შესხავევი, #12, ქუთაისი, საქართველო
ელფოსტა: ricdog@live.com
2. რა მონაცემებს ვაგროვებთ
ვებგვერდით სარგებლობისა და დონაციის განხორციელებისას შეიძლება დავამუშაოთ:
- სახელი და გვარი;
- ელფოსტა და ტელეფონის ნომერი;
- დონაციის თანხა, თარიღი და ტრანზაქციასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
- ყოველთვიური მხარდაჭერისა და მისი გაუქმების შესახებ ინფორმაცია;
- ჩვენთვის გამოგზავნილი წერილები და მოთხოვნები;
- ტექნიკური მონაცემები, მათ შორის IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი და ვებგვერდით სარგებლობის ინფორმაცია.
RICDOG არ იღებს და არ ინახავს საბანკო ბარათის სრულ ნომერს ან CVV კოდს. საბარათე მონაცემები მუშავდება საქართველოს ბანკის დაცულ საგადახდო გარემოში.
3. რატომ ვამუშავებთ მონაცემებს
პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ შემდეგი მიზნებისთვის:
- დონაციის მიღებისა და აღრიცხვისთვის;
- ყოველთვიური მხარდაჭერის მართვისა და გაუქმებისთვის;
- თანხის დაბრუნების მოთხოვნის განსახილველად;
- მხარდამჭებელთან კომუნიკაციისთვის;
- უსაფრთხოებისა და შესაძლო თაღლითობის პრევენციისთვის;
- კანონით გათვალისწინებული ფინანსური და სხვა ვალდებულებების შესასრულებლად;
- ვებგვერდის მუშაობისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად;
- საინფორმაციო ან მარკეტინგული შეტყობინებების გასაგზავნად — მხოლოდ შესაბამისი თანხმობის ან სხვა სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
მონაცემებს ვამუშავებთ შენი თანხმობის, შენ მიერ მოთხოვნილი მოქმედების შესრულების, RICDOG-ის კანონიერი ინტერესის ან კანონით გათვალისწინებული ვალდებულების საფუძველზე.
4. ვის შეიძლება გადაეცეს მონაცემები
საჭიროების ფარგლებში მონაცემები შეიძლება გადაეცეს:
- ბანკსა და გადახდის მომსახურების მიმწოდებელს;
- ვებგვერდის, ჰოსტინგის, ელფოსტის ან ტექნიკური მომსახურების მიმწოდებელს;
- ბუღალტრულ ან აუდიტორულ მომსახურებას;
- კანონით უფლებამოსილ საჯარო დაწესებულებას, შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნის არსებობისას.
RICDOG არ ყიდის პერსონალურ მონაცემებს და მათ მესამე პირებს დამოუკიდებელი სარეკლამო მიზნებისთვის არ გადასცემს.
5. მონაცემების შენახვა და უსაფრთხოება
მონაცემებს ვინახავთ მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია შესაბამისი მიზნის მისაღწევად ან კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად.
RICDOG იყენებს გონივრულ ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს მონაცემების უნებართვო წვდომისგან, დაკარგვისგან, შეცვლისა და გამჟღავნებისგან დასაცავად.
6. შენი უფლებები
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეგიძლია:
- მიიღო ინფორმაცია შენ შესახებ მონაცემების დამუშავების თაობაზე;
- გაეცნო შენ შესახებ დაცულ მონაცემებს და მიიღო მათი ასლი;
- მოითხოვო მონაცემების შესწორება, განახლება ან შევსება;
- შესაბამის შემთხვევებში მოითხოვო მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;
- გამოიხმო თანხმობა, თუ მონაცემები თანხმობის საფუძველზე მუშავდება;
- უარი თქვა პირდაპირი მარკეტინგის შეტყობინებების მიღებაზე;
- გაასაჩივრო მონაცემების დამუშავება კანონით დადგენილი წესით.
ამ უფლებებით სარგებლობისთვის მოგვწერე: ricdog@live.com
მოთხოვნის დამუშავებამდე შეიძლება დაგვჭირდეს შენი ვინაობის გონივრული ფორმით დადასტურება.
7. ქუქი-ფაილები
ვებგვერდმა შეიძლება გამოიყენოს აუცილებელი ქუქი-ფაილები მისი გამართული და უსაფრთხო მუშაობისთვის.
თუ გამოყენებული იქნება ანალიტიკური ან მარკეტინგული ქუქი-ფაილები, მათ შესახებ მომხმარებელს მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია და, საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნილი იქნება თანხმობა.
ქუქი-ფაილების მართვა ან წაშლა შესაძლებელია ბრაუზერის პარამეტრებიდან.
8. პოლიტიკის განახლება
RICDOG-ს შეუძლია წინამდებარე პოლიტიკა პერიოდულად განაახლოს. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ამავე გვერდზე და მიეთითება ბოლო განახლების თარიღი.
9. დაგვიკავშირდი
პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული შეკითხვის ან მოთხოვნისთვის დაგვიკავშირდით.