მხარდაჭერის წესები და პირობები
ბოლო განახლება: 7 სექტემბერი, 2026 წელი
მადლობა RICDOG-ის მხარდაჭერისთვის!
შენი მხარდაჭერა გვეხმარება, მეტ ახალგაზრდას მივცეთ განვითარების შესაძლებლობა, გავაძლიეროთ დემოკრატიული მონაწილეობა, დავიცვათ საერთო ღირებულებები, ხელი შევუწყოთ ინოვაციურ იდეებსა და გარემოსდაცვით მოქმედებას.
ყოველთვიური მხარდაჭერის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლია.
1. ორგანიზაციის შესახებ
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ — RICDOG — არის საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
საიდენტიფიკაციო კოდი: 212904026
მისამართი: ვ.კუპრაძის მე-14 შესახვევი, #12, ქ.ქუთაისი, საქართველო
ელფოსტა: ricdog@live.com
წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს ვებგვერდის — ricdog.org — საშუალებით RICDOG-ის ფინანსური მხარდაჭერის პირობებს.
დონაციის განხორციელებით ადასტურებ, რომ გაეცანი და ეთანხმები წინამდებარე წესებსა და პირობებს.
2. მხარდაჭერის მიზანი
ვებგვერდზე განხორციელებული დონაცია წარმოადგენს RICDOG-ის საქმიანობის ნებაყოფლობით ფინანსურ მხარდაჭერას.
მიღებული თანხა შეიძლება მოხმარდეს ორგანიზაციის საწესდებო მიზნებსა და საქმიანობას, მათ შორის:
- ახალგაზრდების პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას;
- ახალგაზრდული ინიციატივებისა და შესაძლებლობების შექმნას;
- დემოკრატიისა და სამოქალაქო მონაწილეობის მხარდაჭერას;
- ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვასა და გავრცელებას;
- ინოვაციური და საზოგადოებრივი ინიციატივების განვითარებას;
- გარემოსდაცვით განათლებას, ადგილობრივ მოქმედებასა და ადვოკატირებას;
- RICDOG-ის პროგრამულ და საოპერაციო საჭიროებებს.
თუ კონკრეტული კამპანიის გვერდზე თანხის გამოყენების სპეციალური მიზანია მითითებული, RICDOG შემოწირულობის შესაბამისი მიზნისთვის გამოყენებას შეეცდება. ობიექტური საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციას შეუძლია თანხა მსგავსი საზოგადოებრივი მიზნისთვის გამოიყენოს.
დონაცია არ წარმოადგენს საქონლის ან მომსახურების შეძენას და მხარდამჭერს სანაცვლო პროდუქტის ან მომსახურების მიღების უფლებას არ ანიჭებს.
3. ყოველთვიური მხარდაჭერა
ყოველთვიური მხარდაჭერის არჩევის შემთხვევაში შენ მიერ მითითებული თანხა შესაბამისი საბანკო ბარათიდან ავტომატურად ჩამოიჭრება ყოველთვიურად, მხარდაჭერის გაუქმებამდე.
დონაციის განხორციელებით თანხმობას აცხადებ პერიოდული გადახდის გააქტიურებაზე.
ყოველთვიური ჩამოჭრის თარიღი, როგორც წესი, დაკავშირებულია პირველი წარმატებული გადახდის თარიღთან. თარიღი შესაძლოა მცირედით შეიცვალოს საბანკო დღის, ტექნიკური გარემოების ან გადახდის მომსახურების მიმწოდებლის წესების გამო.
თუ რომელიმე თვეში თანხის ავტომატური ჩამოჭრა ვერ შესრულდა, გადახდის განმეორებითი მცდელობა შეიძლება განხორციელდეს ბანკის ან გადახდის მომსახურების მიმწოდებლის ტექნიკური წესების შესაბამისად.
RICDOG არ იძლევა გარანტიას, რომ წარუმატებელი გადახდის შემთხვევაში მხარდამჭერს ავტომატურად გაეგზავნება განმეორებითი გადახდის ბმული ან სხვა შეტყობინება.
4. გადახდა და საბარათე მონაცემების უსაფრთხოება
გადახდა სრულდება საქართველოს ბანკის დაცულ საგადახდო გარემოში.
ყოველთვიური გადახდების შესასრულებლად ბანკის ან გადახდის მომსახურების მიმწოდებლის დაცულ სისტემაში შეიძლება შეინახოს სპეციალური საგადახდო იდენტიფიკატორი.
RICDOG არ იღებს და არ ინახავს:
- ბარათის სრულ ნომერს;
- CVV უსაფრთხოების კოდს;
- სხვა მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია საბარათე ოპერაციის უშუალოდ შესასრულებლად.
გადახდის დამუშავებაზე ვრცელდება შესაბამისი ბანკისა და გადახდის მომსახურების მიმწოდებლის უსაფრთხოების წესები და ტექნიკური პირობები.
RICDOG პასუხს არ აგებს გადახდის შეფერხებაზე ან უარყოფაზე, თუ ის გამოწვეულია ბანკის, საგადახდო სისტემის, ინტერნეტკავშირის ან ორგანიზაციის კონტროლის მიღმა არსებული სხვა ტექნიკური გარემოებით.
5. ყოველთვიური მხარდაჭერის გაუქმება
ყოველთვიური მხარდაჭერის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლია.
გაუქმების მოთხოვნის გასაგზავნად უნდა შეავსო RICDOG-ის ვებგვერდზე განთავსებული გაუქმების ფორმა ან მოგვწერო ამ გვერდზე მითითებულ ოფიციალურ ელფოსტაზე.
მოთხოვნის სწორად დასამუშავებლად შეიძლება დაგვჭირდეს:
- სახელი და გვარი;
- დონაციისას გამოყენებული ელფოსტა;
- გადახდის თარიღი ან თანხის ოდენობა;
- სხვა ინფორმაცია, რომელიც კონკრეტული მხარდაჭერის იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება.
უსაფრთხოების მიზნით არ გამოგვიგზავნო ბარათის სრული ნომერი ან CVV კოდი.
გაუქმების მოთხოვნა დამუშავდება მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.
სასურველია მოთხოვნა მომდევნო დაგეგმილ ჩამოჭრამდე მინიმუმ 3 სამუშაო დღით ადრე გამოაგზავნო. თუ მოთხოვნის დამუშავებამდე თანხა უკვე ჩამოიჭრა, შეგიძლია RICDOG-ს თანხის დაბრუნების საკითხზე მიმართო.
მხარდაჭერის გაუქმება აჩერებს მომავალ ჩამოჭრებს და ავტომატურად არ გულისხმობს უკვე შესრულებული დონაციების დაბრუნებას.
6. თანხის დაბრუნება
ვინაიდან დონაცია ნებაყოფლობითი ფინანსური მხარდაჭერაა, სწორად შესრულებული დონაცია, როგორც წესი, უკან არ ბრუნდება.
თანხის დაბრუნების მოთხოვნით შეგიძლია მოგვმართო, თუ:
- გადახდა შეცდომით განახორციელე;
- თანხა ტექნიკური შეცდომის შედეგად ჩამოიჭრა განმეორებით;
- ერთი და იგივე თანხა ერთზე მეტჯერ ჩამოიჭრა;
- ჩამოიჭრა შენ მიერ მითითებულისგან განსხვავებული თანხა;
- თანხა დროულად გაგზავნილი გაუქმების მოთხოვნის მიუხედავად ჩამოიჭრა.
ასეთ შემთხვევაში მოთხოვნა უნდა გამოგზავნო გადახდიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, დონაციისას გამოყენებული ელფოსტის მითითებით.
RICDOG შეისწავლის მოთხოვნას და თანხის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას კონკრეტული გარემოებების, გადახდის მომსახურების მიმწოდებლის წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით მიიღებს.
დადასტურებული დაბრუნება განხორციელდება, შეძლებისდაგვარად, იმავე გადახდის მეთოდით, რომლითაც დონაცია შესრულდა.
თუ ბანკის ან გადახდის მომსახურების მიმწოდებლის მიერ ჩამოჭრილი ტრანზაქციის საკომისიო დაბრუნებას არ ექვემდებარება, დასაბრუნებელ თანხას შეიძლება შესაბამისი საკომისიო გამოაკლდეს, კანონით დაშვებულ ფარგლებში.
თანხის ანგარიშზე ასახვის ვადა დამოკიდებულია ბანკსა და საგადახდო სისტემაზე.
7. მხარდამჭებლის პასუხისმგებლობა
დონაციის განხორციელებით ადასტურებ, რომ:
- შენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორია;
- გაქვს შესაბამისი გადახდის საშუალების გამოყენების უფლება;
- დონაციას ახორციელებ ნებაყოფლობით;
- ყოველთვიური მხარდაჭერის არჩევის შემთხვევაში აცნობიერებ პერიოდული ჩამოჭრის პირობებს;
- გაეცანი და ეთანხმები წინამდებარე წესებსა და პირობებს.
თუ მხარდამჭებელი არასრულწლოვანია ან შესაბამისი გარიგების დამოუკიდებლად დადების უფლებამოსილება არ აქვს, მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს მშობლის, მეურვის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.
8. პერსონალური მონაცემების დამუშავება
RICDOG ამუშავებს მხოლოდ იმ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც საჭიროა:
- დონაციისა და მხარდამჭებლის იდენტიფიცირებისთვის;
- ყოველთვიური მხარდაჭერის სამართავად ან გასაუქმებლად;
- მხარდამჭებელთან კომუნიკაციისთვის;
- თანხის დაბრუნების მოთხოვნის განსახილველად;
- ფინანსური აღრიცხვისა და კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად;
- უსაფრთხოებისა და შესაძლო თაღლითობის პრევენციისთვის.
დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს სახელს, გვარს, საკონტაქტო მონაცემებს, გადახდის ოდენობას, თარიღსა და ტრანზაქციასთან დაკავშირებულ შეზღუდულ ინფორმაციას.
საბარათე მონაცემები მუშავდება უშუალოდ ბანკის ან გადახდის მომსახურების მიმწოდებლის დაცულ სისტემაში.
RICDOG პერსონალურ მონაცემებს არ გაყიდის და არ გადასცემს მესამე პირს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია გადახდის დასამუშავებლად, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად ან არსებობს სხვა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.
შენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შეგიძლია მოითხოვო კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღება, მონაცემების შესწორება, განახლება ან წაშლა. ამისთვის უნდა დაუკავშირდე RICDOG-ს ამ გვერდზე მითითებულ ოფიციალურ ელფოსტაზე.
9. შეტყობინებები
დონაციასთან, ყოველთვიური მხარდაჭერის მართვასთან, გაუქმებასთან ან თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებული შეტყობინება შეიძლება გამოგეგზავნოს შენ მიერ მითითებულ ელფოსტაზე ან ტელეფონის ნომერზე.
RICDOG საინფორმაციო ან სარეკლამო შეტყობინებებს გამოგიგზავნის მხოლოდ შესაბამისი თანხმობის ან სხვა სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
10. წესების ცვლილება
RICDOG-ს შეუძლია წინამდებარე წესები სამართლებრივი, ტექნიკური ან ორგანიზაციული საჭიროების შესაბამისად განაახლოს.
განახლებული ტექსტი გამოქვეყნდება ამავე გვერდზე და მიეთითება ბოლო განახლების თარიღი.
მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში RICDOG შეეცდება მოქმედ ყოველთვიურ მხარდამჭებლებს ცვლილების შესახებ გონივრული ფორმით აცნობოს.
11. მოქმედი კანონმდებლობა და დავის გადაწყვეტა
წინამდებარე წესები განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
შესაძლო უთანხმოების შემთხვევაში RICDOG და მხარდამჭებელი შეეცდებიან საკითხის მოლაპარაკების გზით მოგვარებას.
შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
12. საკონტაქტო ინფორმაცია
დონაციასთან, მხარდაჭერის გაუქმებასთან, თანხის დაბრუნებასთან ან პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული კითხვებისთვის დაგვიკავშირდი:
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ – RICDOG
ელფოსტა: ricdog@live.com