ღია თვითმმართველობა
პროგრამის მიზანი:
“ღია თვითმმართველობა” არის გეიმიფიცირებული პროგრამა, რომლის მიზანია სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერება და მათი ჩართულობის გაზრდა როგორც ყოველდღიურ საქმიანობებში, ასევე სკოლაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
პროგრამის ამოცანები:
• თვითმმართველობების გაძლიერება: მონაწილეები სწავლობენ, როგორ მართონ პროცესები, გეგმონ აქტივობები და მონაწილეობა მიიღონ სკოლის გადაწყვეტილებების მიღებაში.
• მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა: პროგრამა სტიმულირებას უწევს მოსწავლეებს აქტიურად იყვნენ ჩართულნი თვითმმართველობის საქმიანობებში.
• ინიციატივების რეალიზაცია: თვითმმართველობები პროგრამის ფარგლებში ახორციელებენ სხვადასხვა პროექტებს და აქტივობებს.
• გეიმიფიცირებული მიდგომა: მონაწილეები გამოწვევებში იღებენ ქულებს, რაც პროგრამას ინტერაქტიულსა და მოტივაციურს ხდის.
აქტივობები:
პროგრამა მოიცავს:
• ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს, რომლებიც თვითმმართველობებს ახალი უნარების განვითარებაში ეხმარება;
• სკოლის საჭიროებებზე მორგებული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას;
• გუნდური მუშაობისა და ლიდერული უნარების განვითარებას ინოვაციური მეთოდების გამოყენებით.
ხანგრძლივობა:
პროგრამა ხორციელდება 2 წლის განმავლობაში, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს ღრმა და მდგრადი შედეგების მიღწევას.
შედეგები:
• მოსწავლეთა ჩართულობის ზრდა: პროგრამის მონაწილეები აქტიურად ჩაერთვებიან სკოლის თვითმმართველობის საქმიანობებში.
• გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობა: თვითმმართველობები უფრო აქტიურად იქნებიან ჩართული სკოლის მართვაში.
• პროექტების რეალიზაცია: პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივები ხელს შეუწყობს სკოლის ცხოვრების გაუმჯობესებას და მოსწავლეთა გაძლიერებას.
ჩვენი მიზანი:
“ღია თვითმმართველობა” ხელს უწყობს მოსწავლეთა ლიდერული უნარების განვითარებას, მათი სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას და სკოლებში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას.
პროგრამას ახორციელდებოდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა.