December 22, 2024 Category: პროგრამა
16 views

Future Focus with RICDOG

პროექტის მიზანი:

Future Focus with RICDOG მიზნად ისახავს 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდების ძირითადი საბაზისო კომპეტენციებისა და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარებას, ასევე კონკრეტულ თემებზე მათი ცნობიერების ამაღლებას.

მონაწილეობა და აქტივობები:

პროგრამამ საანგარიშო პერიოდში უმასპინძლა 50-მდე ახალგაზრდას სამ ნაკადად, თითოეული ციკლი მოიცავდა შემდეგ თემებს:

1. დასაქმების უნარების განვითარების ხელშეწყობა:

• მონაწილეები ეცნობოდნენ დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს, სწავლობდნენ CV-ისა და სამოტივაციო წერილის შედგენას და გასაუბრების უნარების გაუმჯობესებას.

2. Self Development:

• პროგრამა ფოკუსირებული იყო თვითშეფასების ამაღლებაზე, ლიდერობის უნარების გაძლიერებაზე და პიროვნული ზრდის ხელშეწყობაზე.

3. აქტიური კომუნიკაცია:

• მონაწილეები იძენდნენ ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარებს.

ხანგრძლივობა:

პროგრამის თითოეული ციკლი გრძელდებოდა 3 თვის განმავლობაში და რამდენჯერმე განხორციელდა სხვადასხვა თემატიკით.

მთავარი შედეგები:

• მონაწილეები მიიღებდნენ პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს, რაც მათი პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის საჭირო იყო.

• მონაწილეთა ცნობიერება იზრდებოდა კარიერულ განვითარებასა და თვითრეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებში.

ჩვენი მიზანი:

RICDOG-ის ეს პროგრამა ხელს უწყობს ახალგაზრდების მომზადებას დღევანდელი სწრაფადცვალებადი გარემოს გამოწვევებისთვის, ინოვაციური მიდგომების და ეფექტური სასწავლო პროცესის გამოყენებით.

en_USEnglish

Account details will be confirmed via email.