December 15, 2024 Category: პროექტი
24 views

Green Game

მიზანი:

პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას კრეატიული და სახალისო ფორმატებით. “Green Game” აერთიანებდა ონლაინ და ფიზიკურ აქტივობებს, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა ეკოლოგიური საკითხების უკეთ გააზრების და პრობლემების გადაჭრის გზების ძიების პროცესში აქტიურად ჩართულიყვნენ.

ხანგრძლივობა:

პროექტი განხორციელდა 2023 წლის ივნისიდან ივლისამდე, 2 თვის განმავლობაში.

მეთოდოლოგია და აქტივობები:

1. ონლაინ ფაზა:

“Green Game”-ის ონლაინ თამაში მოიცავდა ეკოლოგიასთან დაკავშირებულ კრეატიულ და სახალისო გამოწვევებს.

• მონაწილეები რეგულარულად იღებდნენ დავალებებს, რომლებიც მათ ეკოლოგიური პრობლემების შესახებ ფიქრს, ცოდნის გაღრმავებასა და ინოვაციური იდეების განვითარებას უწყობდა ხელს.

• ონლაინ ფორმატი დაეხმარა მონაწილეებს გუნდურ მუშაობაში და ერთმანეთთან ცოდნის გაცვლაში.

2. ფიზიკური ფაზა:

• ონლაინ თამაშის დასრულების შემდეგ, მონაწილეები ფიზიკურად ჩაერთვნენ შემაჯამებელ ღონისძიებაში, რომელიც ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.

• ღონისძიება შედგებოდა სადისკუსიო, ფიზიკური და შემოქმედებითი აქტივობებისგან, სადაც მონაწილეებმა წარმოაჩინეს ონლაინ მიღებული ცოდნა და უნარები.

• აქტივობები მიზნად ისახავდა ეკოლოგიური პრობლემების ინოვაციური და პრაქტიკული გადაწყვეტების წარმოჩენას.

შემაჯამებელი ღონისძიება:

პროექტი დასრულდა ბოტანიკურ ბაღში გამართული ღონისძიებით, სადაც:

• მონაწილეები მონაწილეობდნენ ეკოლოგიური საკითხებისადმი მიძღვნილ დისკუსიებში და გუნდურ აქტივობებში.

• თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა სიმბოლური საჩუქრებითა და სერტიფიკატებით მათი აქტიური მონაწილეობისთვის.

დაფინანსება:

პროექტი განხორციელდა EVZ-ისა და ფედერალური საგარეო უწყების მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის “Meet up – ახალგაზრდები პარტნიორობისთვის” ფარგლებში.

სოციალური გავლენა:

“Green Game”-მა ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა, ეკოლოგიური საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავებისა და შესაბამისი უნარების პრაქტიკაში გამოყენებისთვის.

ონლაინ გამოწვევებმა ხელი შეუწყო ეკოლოგიურ ცნობიერებას და გუნდური თანამშრომლობის უნარების გაძლიერებას.

ფიზიკურმა აქტივობებმა მონაწილეებს ახალი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და ეკოლოგიური საკითხების გადაჭრის ინოვაციური გზების დანერგვის გამოცდილება შესთავაზა.

en_USEnglish

Account details will be confirmed via email.