December 22, 2024 Category: პროგრამა
12 views

ღია თვითმმართველობა

პროგრამის მიზანი:

“ღია თვითმმართველობა” არის გეიმიფიცირებული პროგრამა, რომლის მიზანია სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერება და მათი ჩართულობის გაზრდა როგორც ყოველდღიურ საქმიანობებში, ასევე სკოლაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროგრამის ამოცანები:

თვითმმართველობების გაძლიერება: მონაწილეები სწავლობენ, როგორ მართონ პროცესები, გეგმონ აქტივობები და მონაწილეობა მიიღონ სკოლის გადაწყვეტილებების მიღებაში.

მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა: პროგრამა სტიმულირებას უწევს მოსწავლეებს აქტიურად იყვნენ ჩართულნი თვითმმართველობის საქმიანობებში.

ინიციატივების რეალიზაცია: თვითმმართველობები პროგრამის ფარგლებში ახორციელებენ სხვადასხვა პროექტებს და აქტივობებს.

გეიმიფიცირებული მიდგომა: მონაწილეები გამოწვევებში იღებენ ქულებს, რაც პროგრამას ინტერაქტიულსა და მოტივაციურს ხდის.

აქტივობები:

პროგრამა მოიცავს:

• ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს, რომლებიც თვითმმართველობებს ახალი უნარების განვითარებაში ეხმარება;

• სკოლის საჭიროებებზე მორგებული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას;

• გუნდური მუშაობისა და ლიდერული უნარების განვითარებას ინოვაციური მეთოდების გამოყენებით.

ხანგრძლივობა:

პროგრამა ხორციელდება 2 წლის განმავლობაში, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს ღრმა და მდგრადი შედეგების მიღწევას.

შედეგები:

მოსწავლეთა ჩართულობის ზრდა: პროგრამის მონაწილეები აქტიურად ჩაერთვებიან სკოლის თვითმმართველობის საქმიანობებში.

გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობა: თვითმმართველობები უფრო აქტიურად იქნებიან ჩართული სკოლის მართვაში.

პროექტების რეალიზაცია: პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივები ხელს შეუწყობს სკოლის ცხოვრების გაუმჯობესებას და მოსწავლეთა გაძლიერებას.

ჩვენი მიზანი:

“ღია თვითმმართველობა” ხელს უწყობს მოსწავლეთა ლიდერული უნარების განვითარებას, მათი სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას და სკოლებში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას.

პროგრამას ახორციელდებოდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა.

en_USEnglish

Account details will be confirmed via email.