მეწარმეობა RICDOG-ის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციური და სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობაზე, სამეწარმეო კულტურის განვითარებასა და ტექნოლოგიების ინტეგრაციაზე მეწარმეობაში. ჩვენი ინიციატივები ხელს უწყობს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური ინიციატივების გაძლიერებას და ბიზნეს-ეკოსისტემის მდგრად განვითარებას.
მომსახურების ძირითადი ასპექტები:
• სოციალური მეწარმეობა:
სოციალურ გამოწვევებზე რეაგირების მიზნით, ვქმნით პლატფორმებს და ვუჭერთ მხარს ინიციატივებს, რომლებიც მდგრადი სოციალური გავლენის მქონე ბიზნეს მოდელებს ავითარებენ.
• ტექნოლოგიები მეწარმეობაში:
თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა მეწარმეობაში, ინოვაციური მიდგომების გამოყენება და სტარტაპების მხარდაჭერა ტექნოლოგიურ სფეროში.
• მეწარმეობის ხელშეწყობა:
პროგრამები, რომლებიც ეხმარება მეწარმეებს საკუთარი იდეების განვითარებასა და ბაზარზე წარმატებით წარმოჩენაში.
• ბიზნეს გეგმის დაწერა;
• დაფინანსების მოპოვების სტრატეგიები;
• ბაზრის კვლევები და მარკეტინგი.
• სამეწარმეო კულტურის განვითარება:
ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს სამეწარმეო აზროვნების პოპულარიზაციას, ახალგაზრდებში ინოვაციური იდეების ხელშეწყობას და მათი შემოქმედებითი პოტენციალის გაძლიერებას.