მეწარმეობა RICDOG-ის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციური და სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობაზე, სამეწარმეო კულტურის განვითარებასა და ტექნოლოგიების ინტეგრაციაზე მეწარმეობაში. ჩვენი ინიციატივები ხელს უწყობს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური ინიციატივების გაძლიერებას და ბიზნეს-ეკოსისტემის მდგრად განვითარებას.

მომსახურების ძირითადი ასპექტები:

სოციალური მეწარმეობა:

სოციალურ გამოწვევებზე რეაგირების მიზნით, ვქმნით პლატფორმებს და ვუჭერთ მხარს ინიციატივებს, რომლებიც მდგრადი სოციალური გავლენის მქონე ბიზნეს მოდელებს ავითარებენ.

ტექნოლოგიები მეწარმეობაში:

თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა მეწარმეობაში, ინოვაციური მიდგომების გამოყენება და სტარტაპების მხარდაჭერა ტექნოლოგიურ სფეროში.

მეწარმეობის ხელშეწყობა:

პროგრამები, რომლებიც ეხმარება მეწარმეებს საკუთარი იდეების განვითარებასა და ბაზარზე წარმატებით წარმოჩენაში.

• ბიზნეს გეგმის დაწერა;

• დაფინანსების მოპოვების სტრატეგიები;

• ბაზრის კვლევები და მარკეტინგი.

სამეწარმეო კულტურის განვითარება:

ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს სამეწარმეო აზროვნების პოპულარიზაციას, ახალგაზრდებში ინოვაციური იდეების ხელშეწყობას და მათი შემოქმედებითი პოტენციალის გაძლიერებას.

ka_GEGeorgian

Account details will be confirmed via email.