გარემოს დაცვა RICDOG-ის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატისა და ეკოსისტემების დაცვის ხელშეწყობას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მდგრადი განვითარების პრინციპების პოპულარიზაციას.
მომსახურების ძირითადი ასპექტები:
• კლიმატის ცვლილებები:
ინიციატივები, რომლებიც ემსახურება კლიმატის ცვლილებების მიმართ ადაპტაციისა და შერბილების პოლიტიკის შემუშავებასა და საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდას.
• ენერგოეფექტურობა:
პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს ენერგიის მდგრადი გამოყენების კულტურის განვითარებას და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას.
• ნარჩენების მართვა:
ნარჩენების მართვის გაუმჯობესების ინიციატივები, მათ შორის გადამუშავებისა და მდგრადი გამოყენების პოპულარიზაცია.
• ეროვნული ვალდებულებები (NDC):
საქართველოს საერთაშორისო კლიმატური ვალდებულებების (Nationally Determined Contributions) შესრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი.
• წყლის რესურსების მართვა:
წყლის რესურსების მდგრადი გამოყენებისა და მართვის მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს ეკოლოგიური ბალანსისა და მოსახლეობის საჭიროებების თანხვედრას.
• მონიტორინგი:
გარემოს მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი და მონაცემების ანალიზი, რაც განაპირობებს ეფექტიან გადაწყვეტილებებს გარემოს დაცვის საკითხებში.
• გარემოსდაცვითი კომპეტენცია:
ტრენინგები და სემინარები, რომლებიც აუმჯობესებს მოსახლეობის, ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო ორგანიზაციების გარემოსდაცვით კომპეტენციას.
• დანაკარგები და დაზიანებები (L&D):
პროექტები, რომლებიც ფოკუსირებულია კლიმატის ცვლილებების შედეგად გამოწვეული დანაკარგების და ზარალის შეფასებასა და მართვაზე.
• საგანგებო სიტუაციების მართვა:
გეგმები და სტრატეგიები, რომლებიც მოიცავს ბუნებრივი კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციასა და მართვას.