ახალგაზრდობა RICDOG-ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც მრავალმხრივი აქტივობებითა და ინიციატივებით ხელს უწყობს ახალგაზრდების გაძლიერებას და მათი განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას.
მიმართულება მოიცავს შემდეგ საკითხებს:
• ახალგაზრდული პოლიტიკა:
ჩართულობა ახალგაზრდული პოლიტიკის ფორმირებასა და ადვოკატირებაში, რათა ახალგაზრდების ინტერესები მაქსიმალურად აისახოს რეგიონულ და ეროვნულ დონეზე.
• ახალგაზრდული საქმიანობა:
ორგანიზაცია ახორციელებს არაფორმალურ განათლებასა და ინოვაციურ პროგრამებს, რომლებიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, აქტიურად ჩაერთონ სოციალური და სამოქალაქო პროცესებში.
• ახალგაზრდების მხარდაჭერა:
ინდივიდუალური და ჯგუფური მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს კარიერული განვითარებისთვის საჭირო ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების გაღრმავებას.
• მოხალისეობის განვითარება:
მოხალისეობრივი კულტურის გაძლიერება, ახალგაზრდებისთვის სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებისა და საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობის შეთავაზება.
• ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარება:
ტრენინგები, სემინარები და სასწავლო პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს კომუნიკაციის, ლიდერობისა და სხვა საკვანძო უნარების განვითარებას.
• ახალგაზრდების დასაქმება:
ხელს უწყობს ახალგაზრდების დასაქმების უნარების გაძლიერებას და მათ დაკავშირებას ადგილობრივ შრომით ბაზართან.
იხილეთ განხორციელებული პროექტები და პროგრამები: