გარემოს დაცვა RICDOG-ის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატისა და ეკოსისტემების დაცვის ხელშეწყობას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მდგრადი განვითარების პრინციპების პოპულარიზაციას.

მომსახურების ძირითადი ასპექტები:

კლიმატის ცვლილებები:

ინიციატივები, რომლებიც ემსახურება კლიმატის ცვლილებების მიმართ ადაპტაციისა და შერბილების პოლიტიკის შემუშავებასა და საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდას.

ენერგოეფექტურობა:

პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს ენერგიის მდგრადი გამოყენების კულტურის განვითარებას და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას.

ნარჩენების მართვა:

ნარჩენების მართვის გაუმჯობესების ინიციატივები, მათ შორის გადამუშავებისა და მდგრადი გამოყენების პოპულარიზაცია.

ეროვნული ვალდებულებები (NDC):

საქართველოს საერთაშორისო კლიმატური ვალდებულებების (Nationally Determined Contributions) შესრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი.

წყლის რესურსების მართვა:

წყლის რესურსების მდგრადი გამოყენებისა და მართვის მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს ეკოლოგიური ბალანსისა და მოსახლეობის საჭიროებების თანხვედრას.

მონიტორინგი:

გარემოს მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი და მონაცემების ანალიზი, რაც განაპირობებს ეფექტიან გადაწყვეტილებებს გარემოს დაცვის საკითხებში.

გარემოსდაცვითი კომპეტენცია:

ტრენინგები და სემინარები, რომლებიც აუმჯობესებს მოსახლეობის, ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო ორგანიზაციების გარემოსდაცვით კომპეტენციას.

დანაკარგები და დაზიანებები (L&D):

პროექტები, რომლებიც ფოკუსირებულია კლიმატის ცვლილებების შედეგად გამოწვეული დანაკარგების და ზარალის შეფასებასა და მართვაზე.

საგანგებო სიტუაციების მართვა:

გეგმები და სტრატეგიები, რომლებიც მოიცავს ბუნებრივი კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციასა და მართვას.

ka_GEGeorgian

Account details will be confirmed via email.