Art is Fun
პროგრამის მიზანი:
Art is Fun არის ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს 6-12 წლის ბავშვებში შემოქმედებითი უნარების, კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის უნარ-ჩვევებისა და ინგლისური ენის ცოდნის განვითარებას. პროგრამა ქმნის ინკლუზიურ და ბავშვზე მორგებულ საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც ბავშვებს და მშობლებს შესაძლებლობა აქვთ ერთად გაატარონ დრო და დაეუფლონ სასარგებლო უნარებს.
მონაწილეობა და აქტივობები:
• პროგრამაში მონაწილე ბავშვები სწავლობენ გუნდურ მუშაობას, კრეატიულ აზროვნებას და კომუნიკაციის უნარებს.
• ბავშვები ივითარებენ ხატვის, ძერწვისა და შემოქმედებითი აქტივობების უნარებს.
• მშობლებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ შეხვედრებს, მონაწილეობა მიიღონ შვილებთან ერთად და განივითარონ ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა არაფორმალურ გარემოში.
ხანგრძლივობა:
პროგრამა ხორციელდება 2024 წლის თებერვლიდან ნოემბრის ჩათვლით.
მთავარი შედეგები:
• მონაწილეები აუმჯობესებენ ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეს.
• ბავშვები იძენენ გუნდური მუშაობის გამოცდილებას და ავითარებენ შემოქმედებითობას.
• მშობლები და ბავშვები ერთად ატარებენ სასიამოვნო და სასარგებლო დროს, რაც ხელს უწყობს ოჯახური ურთიერთობების გაძლიერებას.
ფინანსური მხარდაჭერა და პარტნიორობა:
პროგრამა ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სოციალური ინოვაციების პლატფორმის პროგრამის ფარგლებში, ჰეკს/ეპერ სამხრეთ კავკასიის ფინანსური მხარდაჭერით.
განმახორციელებელი ორგანიზაცია:
პროგრამის შინაარსზე პასუხისმგებელია “სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” (RICDOG).
სოციალური საწარმო:
პროგრამა დამოუკიდებლად აგრძელებს საქმიანობას, როგორც სოციალური საწარმო, რომელიც ხელს უწყობს განათლებასა და შემოქმედებითობას.