December 16, 2024 Category: პროექტი
03 views

არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე

მიზანი:

პროექტის მიზანი იყო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კერძოდ სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებასა (სგშ) და გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან (გზშ)დაკავშირებულ საკითხებში, როგორც რეგიონულ, ასევე ეროვნულ დონეზე.

კონტექსტი:

2018 წელს ძალაში შევიდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიაზრებდა საზოგადოების აქტიურ ჩართულობას. კოდექსი მოიცავდა სკრინინგისა და სკოპინგის პროცედურებს, რაც ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტების განხორციელებისთვის ნებართვის გაცემას წინ უსწრებდა.

თუმცა, კოდექსის მიღებამდე გარემოზე ზემოქმედების შეფასება ძირითადად რეგულირდებოდა რამდენიმე ნორმატიული აქტით, რომელსაც ფართო საზოგადოება კარგად არ იცნობდა. შესაბამისად, პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი იყო მედიატორის როლის შესრულება სახელმწიფოსა და საზოგადოების შორისცნობიერების ამაღლების კამპანიების მართვის გზით.

მთავარი აქტივობები:

• საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესთან დაკავშირებით.

• საჯარო განხილვების ორგანიზება და მხარდაჭერა, რათა მოსახლეობას პრაქტიკული გამოცდილებით ესწავლა სგშ/გზშ პროცესების შესახებ.

• სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის მიმართ ობიექტური ოპონირების ხელშეწყობა.

• ინფორმაციის მიწოდება, რაც დაინტერესებულ პირებს დაეხმარებოდა შეფასების უნარების განვითარებაში.

შედეგები:

პროექტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა საზოგადოების აქტიური მონაწილეობა:

• მოსახლეობა უფრო მეტად ჩაერთო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საჯარო განხილვებში.

• დაინტერესებული პირები პროექტის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებზე პრაქტიკულად გაეცნენ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესს.

• ამგვარი ჩართულობით შესაძლებელი გახდა როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე ბიზნეს სექტორის მიმართ ობიექტური ოპონირების განხორციელება.

პროექტის ხანგრძლივობა:

30 თვე (01.02.2018 – 31.07.2020)

პარტნიორი ორგანიზაციები:

პროექტი განხორციელდა შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ:

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო (პროექტის წამყვანი ორგანიზაცია);

„სითი ინსტიტუტი საქართველო“;

„სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“;

„საზოგადოებრივი დამცველი“.

დაფინანსება:

პროექტი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

იხილეტ მომ

Account details will be confirmed via email.