December 22, 2024 Category: პროგრამა
05 views

იმერეთის რეგიონში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზების პროგრამა

პროექტის მიზანია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის მნიშვნელობის გაცნობიერება და სოციალური მეწარმეობის იდეების პოპულარიზაცია იმერეთის რეგიონში, არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპების გამოყენებით.

პროექტის ძირითადი მიმართულებები:

1. ინფორმაციის მიწოდება:

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია სოციალური მეწარმეობის მნიშვნელობის, პრინციპებისა და პრაქტიკული მაგალითების შესახებ.

• სწავლების პროცესი ეფუძნებოდა არაფორმალური განათლების მეთოდებს და ინტერაქტიულ მიდგომებს.

2. საინფორმაციო კამპანია:

ახალგაზრდების ჩართულობით დაიგეგმა და განხორციელდა სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციის კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ინფორმაციის ფართო აუდიტორიამდე მიტანას და ახალგაზრდების ჩართვას სოციალური მეწარმეობის იდეების განვითარებაში.

პროექტის ხანგრძლივობა:

პროგრამა განხორციელდა 5 თვის განმავლობაში და მოიცავდა სხვადასხვა ინოვაციურ და პრაქტიკულ აქტივობებს.

პარტნიორები და მხარდაჭერა:

პროექტის მხარდაჭერა:

პროექტი განხორციელდა სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროექტის მხარდაჭერით, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ახორციელებს „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის დაფინანსებით.

პარტნიორი:

პროგრამის პარტნიორია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” (RICDOG).

შედეგები:

• ახალგაზრდებმა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით მიიღეს პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება.

ირაკლი თევზაძე გახდა 2024 წლის საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა სოციალური მეწარმეობის ელჩი, რაც პროგრამის წარმატების კიდევ ერთი დასტურია.

• პროექტმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა იმერეთის რეგიონში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციაზე და გააძლიერა ახალგაზრდების ჩართულობა ინკლუზიური და მდგრადი საზოგადოების განვითარებაში.

Account details will be confirmed via email.