აპრილი 29, 2025 Category: პროექტი
49 views

აჩუქე შესაძლებლობა ქუთაისელ ბავშვებს

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) წარმატებით ახორციელებს ინოვაციურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია 6-12 წლის სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. პროგრამის მიზანია მონაწილეთა შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარება და ინგლისური ენის სწავლება სახალისო და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით.

პროგრამა ხორციელდება ქუთაისში, ახლადშექმნილ სოციალური საწარმოს სივრცეში და დაფინანსებულია ორბელიანი მეტის პლატფორმაზე სახალხო დაფინანსებით (ქრაუთფანდინგით) მოპოვებული რესურსებით. უფასოდ პროგრამა 3 ჯგუფისთვის განხორციელდება, რომელთაგან უკვე 2 ჯგუფისთვის პროგრამა დაწყებულია, ხოლო მესამე ჯგუფის დაკომპლექტებაზე საორგანიზაციო ჯგუფი ამ ეტაპზე მუშაობს.

მიღწეული შედეგები

პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა მონაწილეთა შერჩევისა და სასწავლო პროცესის მომზადების მნიშვნელოვანი ეტაპები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასაკობრივ ჯგუფებზე სწორად მუშაობას: მონაწილეები დაიყვნენ ორ კატეგორიად — 6-8 წლის და 9-12 წლის ბავშვები. ასაკობრივი დაყოფის შემდეგ ჩატარდა ინგლისური ენის ცოდნის დონის დიაგნოსტიკა, რომლის საფუძველზე მოხდა ბავშვების საბოლოო გადანაწილება შესაბამის ჯგუფებში.

პროგრამაში ჩართული იყო 18 ბავშვი, მათგან 11 გოგო და 7 ბიჭი, 9 სხვადასხვა ოჯახიდან. ჯგუფების სრულფასოვნად დაკომპლექტების შემდეგ დაგეგმილ იქნა 6 გაკვეთილის ჩატარება თითოეული ჯგუფისთვის.

სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობს გამოცდილი ინგლისური ენის მასწავლებელი, რომელსაც პროცესში ეხმარებიან ახალგაზრდული მუშაკი და მოხალისე. გაკვეთილებზე ფართოდ გამოიყენება არაფორმალური საგანმანათლებლო მიდგომები — გასართობი, შემოქმედებითი და შემეცნებითი აქტივობები, რაც ბავშვების მოტივაციას ზრდის და სწავლების ეფექტიანობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

შერჩეული თემატიკა მორგებულია ბავშვების ასაკობრივ თავისებურებებსა და ენის ცოდნის დონეს. გაკვეთილები მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა საკუთარი თავის წარდგენა, ფერები, სხეულის ნაწილები, შინაური და გარეული ცხოველები, ჰობი და ინტერესები. პროგრამის მიზანია არა მხოლოდ ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავება, არამედ ბავშვებში კომუნიკაციის, კრეატიული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარება.

პირველი ეტაპის აქტივობები წარმატებით დასრულდა და უკვე შეინიშნება მონაწილე ბავშვებში ენთუზიაზმის, თავისუფალი კომუნიკაციისა და შემოქმედებითი უნარების გაძლიერება.

ამჟამად მიმდინარეობს მე-3 ჯგუფის დაკომპლექტებაც.

შეჯამება:

„ART is Fun+“ პროგრამა ქმნის ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. პროგრამის ძირითადი კომპონენტებია:

  • ინგლისური ენის უფასო სწავლება ბავშვებისთვის;
  • შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარების ხელშეწყობა;
  • გუნდური სამუშაო და არაფორმალური საგანმანათლებლო მიდგომების გამოყენება.

სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობენ გამოცდილი ინგლისური ენის მასწავლებელი, ახალგაზრდული მუშაკი და მოხალისე, რომლებიც უზრუნველყოფენ მრავალფეროვან, ინოვაციურ და მოტივაციურ გარემოს ბავშვებისთვის.

პროგრამა წარმოადგენს მნიშვნელოვანი ნაბიჯს სოციალური თანასწორობის, ინკლუზიური განათლების და ახალგაზრდების მხარდაჭერის გზაზე.

RICDOG აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს განვითარების და წარმატების შესაძლებლობა, მიუხედავად სოციალური მდგომარეობისა.

ვიზუალური მასალა:

გიზიარებთ უკვე ჩატარებული შეხვედრების ფოტო და ვიდეო მასალას:

🔗 ფოტო/ვიდეო ბმული 1

🔗 ფოტო/ვიდეო ბმული 2

🔗 ფოტო/ვიდეო ბმული 3

🔗 ფოტო/ვიდეო ბმული 4

🔗 ფოტო/ვიდეო ბმული 5

🔗 ფოტო/ვიდეო ბმული 6

🔗 ფოტო/ვიდეო ბმული 7

🔗 ფოტო/ვიდეო ბმული 8

ka_GEGeorgian

Account details will be confirmed via email.