ივნისი 25, 2025 Category: პროექტი
30 views

იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის

ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებით ორწლიანი პროექტის “იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის” ფარგლებში, RICDOG-ი იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების ჰაბია.

პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება დემოკრატიული მმართველობისა და სამოქალაქო ჩართულობის ხელშესაწყობად. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მიმართულია ადგილობრივი სათემო ინიციატივების განხორციელებაზე, ახალგაზრდების უნარ-ჩვევების გაძლიერებასა და ადგილობრივ ბიზნესთან თანამშრომლობაზე. პროექტი მოიცავს საგრანტო კომპონენტს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ადგილობრივი ინიციატივების, სამოქალაქო აქტივისტების და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მხარდასაჭერად.

ღონისძიებები განხორციელდება საქართველოს 10 რეგიონში, მათ შორის იმერეთში.

პროექტის ფარგლებში RICDOG ასრულებს იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების ჰაბის ფუნქციას და აქტიურად მუშაობს რეგიონში სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე.

პრეოქტის ფარგლებში ასევე, 4 ახალგაზრდა ლიდერი შეირჩა, რომლებიც ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებით, რეგიონში ახალგაზრდების გააქტიურებასა და მათი ჩართულობის გაზრდაზე მუშაობენ.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.


ka_GEGeorgian

Account details will be confirmed via email.