ძლიერი თვითმმართველობა – აქტიური ახალგაზრდებისათვის
პროექტის მიზანი იყო: კოლეჯი „იბერია“-ში სტუდენტური თვითმმართველობის შექმნა, ახალგაზრდების კომპეტენციების განვითარება და სტუდენტური თვითმმართველობის მდგრად ინსტიტუციად ჩამოყალიბება.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები:
1. სტუდენტური თვითმმართველობის ჩამოყალიბება:
• კოლეჯში სტუდენტური თვითმმართველობის ინსტიტუციური მოდელის განვითარება.
• სტუდენტების ჩართულობის გაზრდა სამოქალაქო პროცესებში.
2. საკვანძო კომპეტენციების განვითარება:
• არაფორმალური განათლების მიდგომების გამოყენებით 4-დღიანი ბანაკის ორგანიზება, სადაც სტუდენტებმა იმუშავეს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის:
• ლიდერობის განვითარება;
• გუნდური მუშაობა;
• სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
3. აქტივობებისა და შეხვედრების ორგანიზება:
• პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები და შეხვედრები, რაც მიზნად ისახავდა სტუდენტური აქტივობის გაძლიერებას.
პროექტის შედეგები:
• მდგრადი ინსტიტუტი:
პროექტის შედეგად, კოლეჯში „იბერია“ ჩამოყალიბდა სტუდენტური თვითმმართველობა, რომელიც აგრძელებს მუშაობას როგორც მდგრადი ინსტიტუცია.
• ახალგაზრდების გააქტიურება:
სტუდენტები მეტად ჩაერთნენ კოლეჯის ცხოვრების მართვასა და სამოქალაქო პროცესებში.
• უნარების განვითარება:
მონაწილეებმა განივითარეს საკვანძო კომპეტენციები, მათ შორის ლიდერობისა და კომუნიკაციის უნარები.
ხანგრძლივობა:
პროექტი განხორციელდა 3 თვის განმავლობაში და ორჯერ განმეორდა.
პარტნიორობა და მხარდაჭერა:
• პროექტის მხარდამჭერი: პროფესიული უნარების სააგენტო.
• მიმღები: კოლეჯი „იბერია“.
• პარტნიორი: სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG).
პროექტის მნიშვნელობა:
პროექტმა კოლეჯში „იბერია“ სტუდენტური თვითმმართველობის შექმნით შექმნა ახალგაზრდებისთვის მდგრადი და ინკლუზიური პლატფორმა, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს აქტიურად ჩაერთონ კოლეჯის და ადგილობრივი საზოგადოების განვითარებაში.