December 15, 2024 Category: პროგრამა
16 views

გამოწვევა ტრანსფორმაცია

გამოწვევა ტრანსფორმაცია – RICDOG-ის ამ პროგრამის მიზანია ახალგაზრდების პიროვნული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და მათი უნარ-ჩვევების განვითარება, რათა შეძლონ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და წარმატების მიღწევა.

სამიზნე ჯგუფი:

პროგრამაში მონაწილეობენ 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პიროვნული ზრდითა და ლიდერული და კომუნიკაციური უნარების გაძლიერებით.

ხანგრძლივობა:

პროგრამა ხორციელდებოდა 2 თვის განმავლობაში (2024 წლის ივნისი-ივლისი).

მეთოდოლოგია და მიდგომა:

“გამოწვევა ტრანსფორმაცია” არის არაფორმალური განათლების პროგრამა, რომელიც დაფუძნებულია ინოვაციურ და კრეატიულ მიდგომებზე. პროგრამის შემოქმედებითი ჯგუფი იყენებს ქოუჩინგის ელემენტებს, რათა მონაწილეებს გაუწიოს ინდივიდუალური და ჯგუფური მხარდაჭერა.

პროგრამა მოიცავს აქტივობებს, რომლებიც მიმართულია ლიდერობის, კომუნიკაციისა და სხვა საკვანძო კომპეტენციების განვითარებაზე. არაფორმალური განათლების მეთოდები, როგორებიცაა როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სამუშაოები და ქოუჩინგ-სესიები, უზრუნველყოფს მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას და სწავლების პროცესის მაქსიმალურ ეფექტიანობას.

საუკეთესო პრაქტიკა:

პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თითოეული მონაწილის უნიკალურ საჭიროებებსა და პოტენციალს, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს უფრო ღრმად გააცნობიერონ საკუთარი შესაძლებლობები და განავითარონ მათთვის საჭირო უნარები.

დამატებითი ინფორმაცია:

“გამოწვევა ტრანსფორმაცია” არის RICDOG-ის საავტორო პროგრამა, რომელიც განხორციელდა ორგანიზაციის ინიციატივითა და მოხალისეობრივად, დონორის დაფინანსების გარეშე. ეს პროგრამა წარმოაჩენს ორგანიზაციის ერთგულებას ახალგაზრდების განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით, რაც აისახება მონაწილეების ინდივიდუალურ და კოლექტიურ მიღწევებში.

Account details will be confirmed via email.