
United for Democracy: Advocating Civil Society’s Future in Georgia
პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქამიანობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ ორგანიზაციების ოპერაციული მდგრადობის გაძლიერების გზით.
პროექტის ძირითადი ამოცანები:
1. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება:
• კამპანიის დაწყება, რომელიც საზოგადოებას გააცნობს აღნიშნული კანონის ზიანს სამოქალაქო საზოგადოებაზე და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობას.
2. სამოქალაქო საზოგადოების წვლილის წარმოჩენა:
• მედია კონტენტის გამოყენებით ორგანიზაციების მიღწევებისა და მათი სოციალური პროგრესის ხელშეწყობის როლის გამოკვეთა.
3. სამიზნე მხარდაჭერის გაწევა:
• იურიდიული და ფინანსური კონსულტაციების შეთავაზება RICDOG-სა და სხვა სსო-ებისთვის, რათა ეფექტურად გადალახონ ახალი საკანონმდებლო გარემო.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული კამპანია:
„წინ, საქართველო, წინ!“
• მთავარი მიზანი:
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მნიშვნელობის შესახებ და მათი წვლილის წარმოჩენა ქვეყნის განვითარებაში.
• შეძლებული გზავნილი:
კამპანია მოუწოდებს საზოგადოებას, გააქტიურდნენ, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და ერთად განავითარონ დემოკრატიული ღირებულებები და სამართლიანი საზოგადოება.
მოსალოდნელი შედეგები:
1. საზოგადოების მხარდაჭერის ზრდა:
• სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შედეგად გაიზრდება მათი მნიშვნელობის გაცნობიერება.
2. ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება:
• სსო-ების გაერთიანებული ადვოკატირების სტრატეგიის შექმნა.
3. ოპერაციული მდგრადობის გაუმჯობესება:
• RICDOG-ისა და სხვა სსო-ების უკეთესი სტაბილურობა, რაც ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს, ყურადღება გაამახვილონ დემოკრატიის და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებაზე.
პარტნიორობა და დაფინანსება:
პროექტს ახორციელებს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის NESEHNUTÍ-ის მხარდაჭერით.
პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს TRANSITION პროგრამის ფარგლებში.
პროექტის მნიშვნელობა:
„United for Democracy“ ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, საზოგადოების დემოკრატიულ ცნობიერებას და სსო-ების მდგრად განვითარებას, რაც აუცილებელია სამართლიანი და ღია საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.
პროექტი დასრულებულია.








