ქუთაისი · საახალწლო საქველმოქმედო კამპანია

ჩემი, შენი და მთელი ქალაქის საახალწლო ტრადიცია!
ერთად ავუსრულოთ საახალწლო სურვილები პატარებს, რომლებსაც თოვლის ბაბუის არსებობის ჯერ კიდევ სჯერათ.
წელს ჩვენი მიზანია:
დავეხმაროთ 30 ოჯახს & 150-მდე ბავშვს!
2026 წლის მიზანია 30 ოჯახის დახმარება და 150-მდე ბავშვის მხარდაჭერა. ახალი წლის ღამეს თოვლის ბაბუასთან ერთად ჩვენი ქარავანი ოჯახებს ნობათითა და ბავშვების სურვილებზე მორგებული საჩუქრებით ესტუმრება.
შემოგვიერთდი 1 ლარიდან. თითოეული კეთილი ნაბიჯი საერთო ქველმოქმედების ნაწილია — ჩემი, შენი და მთელი ქალაქის.
15 წლის შედეგები
200-მდე ოჯახი · 1000+ ბავშვი
15 წელი უწყვეტად, ყოველ ახალ წელს ოჯახების გვერდით ვართ. ჯამში 200-მდე ოჯახს დავეხმარეთ და 1000-ზე მეტ ბავშვს საახალწლო სურვილი ავუსრულეთ.
2025 წლის შედეგები
30 ოჯახი მხარდაჭერით
127 ბავშვი ასრულებული სურვილით
წინა წლის პროცესები, მიღწეული შედეგები და მხარდამჭერები თავმოყრილია საჯარო შემაჯამებელ ანგარიშში.
„ის მაინც არსებობს“ RICDOG-ის საახალწლო საქველმოქმედო აქცია-ღონისძიებაა, რომელიც ქუთაისში 2010 წლიდან ხორციელდება სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების მხარდასაჭერად.
ეს მთელი ქალაქის ქველმოქმედებაა: ინიციატივას უერთდებიან ახალგაზრდები, მოხალისეები, ადგილობრივი კომპანიები, მეწარმეები და ადამიანები, რომლებსაც ერთად სიკეთის კეთება სურთ.
ფინანსური შემოწირულობა, პროდუქტები, საჩუქრები, მომსახურება თუ ლოჯისტიკური დახმარება — თითოეული მხარდამჭერი თავისი შესაძლებლობით ქმნის ერთ დიდ საახალწლო სასწაულს.
ნოემბრიდან საახალწლო ღამემდე
როგორ იქმნება საახალწლო სასწაული?
წევრები, მოხალისეები, მეგობრები და მხარდამჭერები — თითოეული თავისი შესაძლებლობით.
01 / ვემზადებით
პატარა საქმეები, დიდი სიყვარულით.
ნოემბრიდან წევრები და მოხალისეები ვერთიანდებით: ვგეგმავთ აქტივობებს, ვაგროვებთ შემოწირულობებს და ბავშვების საახალწლო სურვილებს ვეცნობით.
02 / ვერთიანდებით
ქალაქი ერთ დიდ გუნდად იქცევა.
საქველმოქმედო აქტივობები, ონლაინ გამოწვევები, კომპანიებისა და მოქალაქეების თანადგომა — ასე გროვდება პროდუქტები, საჩუქრები და ფინანსური მხარდაჭერა.
03 / ვეხმარებით
ახალი წლის ღამეს სიკეთის ქარავანი ოჯახებს სტუმრობს.
ახალი წლის ღამეს თოვლის ბაბუასთან ერთად ოჯახებს ვსტუმრობთ. ოჯახებს ნობათს გადავცემთ, ბავშვებს კი — მათ სურვილებზე მორგებულ საჩუქრებს.
✧
ერთად დაუვიწყარი ამბების შექმნაა შესაძლებელი!
შენი წილი საახალწლო სასწაული
გახდი საახალწლო სასწაულის ნაწილი
გახდი “ის მაინც არსებობს!” მხარდამჭერი!
სასწაულს ერთად ვქმნით.
გახდი „ის მაინც არსებობს“ კამპანიის ნაწილი.
შენი შემოწირულობით გააზიარე საახალწლო სითბო.
ერთი კეთილი ნაბიჯი.
მეტი სითბო ახალ წელს.
აჩუქე საახალწლო სითბო
აირჩიე თანხა, რომლითაც კამპანიას შეუერთდები.
სიკეთეს სახელი აქვს
სასწაულის თანამონაწილეები
ამ ტრადიციას ერთად ვქმნით. მადლობა თითოეულ მხარდამჭერს!
სასწაულის თანამონაწილეები
მადლობა ყველას, ვინც კამპანიას შეუერთდა.
აქ გამოჩნდებიან კამპანიის პირველი შემომწირველები, რომლებიც სახელის გამოქვეყნებას დაეთანხმებიან.
სიაში ავტომატურად ჩნდება მხოლოდ დადასტურებული შემოწირულობის ავტორის სახელი, მისი თანხმობით. თანხა არ ქვეყნდება.
კამპანიის შესახებ
გაიგე მეტი
რა არის „ის მაინც არსებობს“?
ქუთაისის საერთო საახალწლო ქველმოქმედება, რომელსაც RICDOG 2010 წლიდან ახორციელებს. მასში ერთვებიან მოქალაქეები, მოხალისეები, ახალგაზრდული ჯგუფები, კომპანიები და მეწარმეები — ყველა, ვისაც სხვებთან ერთად სიკეთის კეთება სურს.
ვის ვეხმარებით და რას მოიცავს ნობათი?
კამპანია მხარს უჭერს სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან და მარტოხელა მშობლების ოჯახებს. საახალწლო ნობათი მოიცავს პროდუქტებს, საჭიროების მიხედვით ტანსაცმელს, სათამაშოებსა და სხვა აუცილებელ ნივთებს. პროდუქტების მარაგი მინიმუმ ორ კვირაზეა გათვლილი.
საჩუქრებს ბავშვების სურვილების გათვალისწინებით ვამზადებთ. წინა წლებში ნობათში შედიოდა წიგნები, საკანცელარიო ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ჩვილებისთვის საჭირო პროდუქტებიც.
როგორ არჩევთ ოჯახებს და იგებთ ბავშვების სურვილებს?
ოჯახებს RICDOG მხარდამჭერების დახმარებით არჩევს და წინასწარ ამოწმებს მათ შესაბამისობას კამპანიის კრიტერიუმებთან. ბავშვები თოვლის ბაბუას წერილებს წერენ — სწორედ ამ სურვილებს ვაქცევთ საახალწლო საჩუქრებად.
ოჯახებისა და ბავშვების პირადი მონაცემები საჯარო სიაში არ ქვეყნდება.
როგორ დაგეხმაროთ თანხის გარდა?
შეგიძლია გამოყო პროდუქტები, ბავშვებისთვის საჩუქრები ან საქველმოქმედო აუქციონის ნივთი; ასევე დაგვეხმარო ვაუჩერებით, ფასდაკლებებით, მომსახურებითა თუ ლოჯისტიკური მხარდაჭერით.
კომპანიები და ინდივიდუალური მხარდამჭერები თავად ირჩევენ მონაწილეობის ფორმას. შესაძლებლობების შესათანხმებლად მოგვწერე ricdog@live.com-ზე.
როგორი იყო 2025 წლის შედეგები?
2025 წელს კამპანიის ფარგლებში 30 ოჯახს და 127 ბავშვს დავეხმარეთ. საქველმოქმედო და სოციალური ინიციატივებისთვის 22 ათას ლარამდე ფინანსური რესურსი შეგროვდა; დამატებით მოძიებული არამონეტარული შემოწირულობების ღირებულება დაახლოებით 10 000 ლარს შეადგენდა.
ფინანსური რესურსი ანგარიშში მოიცავს სოციალურ ინიციატივასაც. ეს მონაცემები 2025 წლის შედეგებია და არა მიმდინარე კამპანიის შემოსავალი ან სამიზნე თანხა.
იმავე წელს დაიწყო „ART is Fun +“ — ინიციატივა სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსების შესაძლებლობის შესაქმნელად.
ჩემი სახელი საჯარო სიაში გამოჩნდება?
მხოლოდ შენი სურვილით: ფორმაში მონიშნე სახელისა და გვარის გამოქვეყნების ცალკე თანხმობა. ჩანაწერი გამოჩნდება ბანკის მიერ წარმატებული გადახდის დადასტურების შემდეგ. ელფოსტა, ტელეფონი და თანხა საჯაროდ არ ქვეყნდება.
როგორ მივიღო ანგარიში და დამატებითი ინფორმაცია?
წინა წლის ანგარიში და ზოგადი ინფორმაცია ხელმისაწვდომია 2025 წლის შემაჯამებელ გვერდზე. მიმდინარე კამპანიის ანგარიშით ან თანამშრომლობით დაინტერესებისას მოგვწერე ricdog@live.com-ზე.
ინდივიდუალურად გაზიარებული დეტალებიც უნდა ითვალისწინებდეს ოჯახებისა და ბავშვების კონფიდენციალურობას.
შესაძლებელია თუ არა, შემოწირულობა საბანკო გადმორიცხვით?
დიახ, თუ ჩაშენებული სისტემით შემოწირულობის გაკეთებას ვერ /არ ახორციელებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ანგარიშის ნომრებიც:
ლარის ანგარიშის რეკვიზიტები (GEL):
GE52TB0327036080100001 (TBC)
GE97BG0000000528008670 (BOG)
დოლარის ანგარიშის რეკვიზიტები (USD) :
GE96TB0327036180100001
ევროს ანგარიშის რეკვიზიტები (EURO) :
GE96TB0327036180100001
➡ სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი ‘თაობათა დიალოგი’ ➡ გთხოვთ, მიუთითოთ „შემოწირულობა“ (Charity).