
ევროპის დღე – ქუთაისელი ახალგაზრდები ექსპოჯორჯიაში ჩატარებულ ღონისძიებას შეურთდნენ
9 მაისს, ევროპის დღეს ქუთაისელი ახალგაზრდებიც შეურთდნენ ექსპოჯორჯიაში ჩატარებულ ღონისძიებას!
ინიციატივა ეკუთვნის ახალგაზრდა ლიდერებს, პროექტის „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში.
ახალგაზრდები ჩაერთვნენ სხვადასხვა სახის აქტივობებში, როგორიც არის აუდიო-ვიზუალური გამოფენა „ეს ქვეყანა შენია“, თემატური დისკუსიები და საგანმანათლებლო აქტივობები, ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროგრამების გამოფენა.
ინფორმაციისთვის: ახალგაზრდა ლიდერები შეირჩნენ პროექტის – „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში. „იმოქმედე საქართველოსთვის“ მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობას და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. პროექტი ორიენტირებულია სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციურ განვითარებასა და მისი მდგრადობის უზრუნველყოფაზე.
პროექტის ფარგლებში RICDOG ასრულებს იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების ჰაბის ფუნქციას და აქტიურად მუშაობს რეგიონში სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.









