
იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა
პროექტის – „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
იმერეთის რეგიონული ჰაბის — სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) ოფისში გამართულ შეხვედრაზე:
• მონაწილეებბმა იმსჯელეს სამოქალაქო საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და სფეროში არსებულ მდგომარეობაზე;
• სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ორგანიზაციული გამოცდილებები გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის და ხედვები გაეცვალათ;
• შეხვედრაში მონაწილე პირებს, პროექტის ფარგლებში, RICDOG-ის ოფისში შექმნილი ევროკავშირის საინფორმაციო კუთხე წარუდგინა გენერალურმა მდივანმა ირაკლი თევზაძემ.
ცოტა მეტი პროექტის შესახებ:
„იმოქმედე საქართველოსთვის“ მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობას და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.
პროექტი ორიენტირებულია სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური განვითარებისა და მდგრადობის უზრუნველყოფაზე.
პროექტის ფარგლებში RICDOG ასრულებს იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების ჰაბის ფუნქციას და აქტიურად მუშაობს რეგიონში სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე.
– პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.






























გაიგე მეტი პროექტის შესახებ: