
სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის უფასო საგანმანათლებლო პროგრამა – ART is Fun+
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) იწყებს უფასო საგანმანათლებლო პროგრამას სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის.
პროგრამა “ART is Fun+” განხორციელდება ორბელიანი მეტის პლატფორმაზე – სახალხო დაფინანსებით (ქრაუთფანდინგით) მოზიდული თანხით. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ბავშვების და განსაკუთრებით, იმ ახალგაზრდების მხარდაჭერას, რომლებიც 2024 წელს RICDOG-ის საქველმოქმედო ღონისძიებების ფარგლებში უკვე მოხვდნენ დახმარების მიმღებთა სიაში.
პროგრამის ხანგრძლივობა: 6 კვირა
მონაწილეები: 6-12 წლის ასაკის ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები:
• შეისწავლიან ინგლისურ ენას კომუნიკაციურ დონეზე;
• განივითარებენ კრეატიულობას, კრიტიკულ აზროვნებასა და კომუნიკაციის უნარებს;
• ჩაერთვებიან შემოქმედებით აქტივობებსა და გუნდურ სამუშაოში;
• იმუშავებენ ტრენერთან უსაფრთხო, მეგობრულ გარემოში.
“ART is Fun” არის RICDOG-ის სოციალური მეწარმეობის ერთ-ერთი წარმატებული მიმართულება, რომელიც გაერთიანებულია როგორც საგანმანათლებლო მიზნებზე, ისე ხელმისაწვდომობისა და თანასწორობის პრინციპებზე.
პროგრამის განხორციელება კიდევ ერთი ნაბიჯია იმ გზაზე, რომელიც სოციალური მხარდაჭერისა და ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობისკენ არის მიმართული.
იხილეთ ტელე-კომპანია რიონის გადაცემა – “ჩვენი დღე”
გადაცემის სტუმარი:
ქრისტინე ჩიხლაძე – RICDOG-ის გამგეობის წევრი