დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდა ლიდერთა ბანაკი
დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდა ლიდერთა ბანაკმა გააერთიანა 19 ახალგაზრდა 5 რეგიონიდან – იმერეთიდან, აჭარიდან, სამეგრელოდან, რაჭა-ლეჩხუმიდან და გურიიდან.
ბანაკის ფარგლებში მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ ინტენსიურ სამუშაო პროცესში, რომელიც ორიენტირებული იყო მათი საკვანძო კომპეტენციების განვითარებაზე. პროგრამა მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა ლიდერობა, გუნდური მუშაობა, ინიციატივების მართვა, აქტიური მოქალაქეობა და ციფრული/მედია კომუნიკაცია.
სასწავლო პროცესი დაფუძნებული იყო არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის მიდგომებზე, რაც უზრუნველყოფდა მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას, გამოცდილებით სწავლასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.
ბანაკის მთავარი მიზანი იყო დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდა ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერება, მათი შორის გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობა და ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ახალგაზრდები შეძლებდნენ საკუთარი იდეების განვითარებასა და სამოქალაქო აქტივობაში ჩართვას.
შეხვედრების / სესიების სპიკერებს შორის იყვნენ:
- ირაკლი თევზაძე – RICDOG-ის გენერლაური მდივანი, ახალგაზრდული მუშაკი.
- ნუგზარ კოხრეიძე – RICDOG დამფუძნებელი / თავმჯდომარე, ტრენერი და ქოუჩი.










