დეკემბერი 26, 2024 Category: Uncategorized
79 views

 ის მაინც არსებობს – წელს განსხვავებული ფორმატით განხორციელდება

საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, RICDOG-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ “ის მაინც არსებობს” საქველმოქმედო კამპანია წელს განსხვავებული ფორმატით გაიმართოს.

ჩვენ ყველა გამოწვევის მიუხედავად, კვლავ ვაგრძელებთ თანხის და სხვა რესურსების შეგროვებას ინდივიდუალური შემომწირველებისა და კომპანიების დახმარებით, რათა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს ახალი წლის ღამეს ვესტუმროთ და სიხარული მივანიჭოთ. 

 თუმცა, წელს ტრადიციული საქველმოქმედო საღამო – ღონისძიება (ივენთი) არ გაიმართება, რადგან დღეს საქართველო იბრძვის მომავლისთვის.

ჩვენ, შედარებით მცირე მასშტაბით მაგრამ აუცილებლად დავეხმარებით ოჯახებს წინასაახალწლოდ.

 ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებს გთხოვთ:
ჩათვალეთ, რომ ღონისძიება შედგა და თქვენ მიიღეთ მასში მონაწილეობა.

 შესაბამისად, ღონისძიებაზე ბილეთის ღირებულება, როგორც შემოწირულობა, გთხოვთ ჩარიცხეთ ჩვენს ანგარიშზე და ერთად გავაძლიეროთ ჩვენი საქველმოქმედო საქმე!

 თქვენი მხარდაჭერა შეუცვლელია! 

საქართველოს ვუსურვებთ გამარჯვებას და უკეთეს მომავალს! 

თანხის შეწირვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს!

თანხის გადარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:
GEL account/ლარის ანგარიში (TBC):
GE08TB7127036080100002
GEL account/ლარის ანგარიში (BOG):
GE97BG0000000528008670

მიმღები: სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”.
გთხოვთ, მიუთითოთ „შემოწირულობა“.

Leave A Review

ka_GEGeorgian

Account details will be confirmed via email.