ყოველკვირეული წევრთა სამუშაო შეხვედრები RICDOG-ში
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) სისტემატურად მართავს ყოველკვირეულ სამუშაო შეხვედრებს ორგანიზაციის წევრებთან.
აღნიშნული შეხვედრები წარმოადგენს სივრცეს, სადაც წევრები ერთობლივად განიხილავენ მიმდინარე პროცესებს, იდეებსა და სამომავლო გაგემებს. ასევე, მსჯელობენ – ახალი 2035 განვითარების სტრატეგიის მიმართულებებზე.
შეგახსენებთ, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგი” ყოველი წლის 17 ნოემბერს, წევრთა მიღებას მართავს, სადაც წევრები ერთი წლის ვადით შეირჩევიან.
RICDOG-ში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შიდა დემოკრატიის პრინციპებსა და ორგანიზაციულ განვითარებას და სწორედ ამიტომ, წევრებს აქვთ შესაძლებლობა აქტიურად მონაწილეობდნენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გამოხატონ საკუთარი პოზიციები და გავლენა იქონიონ ორგანიზაციის საქმიანობის მიმართულებებზე.







