UNFCCC Admitted Organization
RICDOG მა UNFCCC დამკვირვებელი ორგანიზაციის აკრედიტაცია მიიღო
სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა “თაობათა დიალოგი” UNFCCC (გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია) მხარეთა კონფერენციაზე მონაწილეობის (COP- Conference of the Parties) დამკვირვებლის აკრედიტაცია მიიღო.
რა არის UNFCCC?
United Nations Framework Convention on Climate Change არის გაეროს გლობალური შეთანხმება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის შესახებ, რომელიც კოორდინაციას უწევს საერთაშორისო ქმედებებს სათბურის აირების შემცირებისთვის და კლიმატის ცვლილების შედეგებთან ადაპტაციისთვის.
რა არის COP?
COP (Conference of the Parties) არის UNFCCC-ის ფარგლებში მიმდინარე წლიური კონფერენცია, სადაც წევრი ქვეყნები (მხარეები) იკრიბებიან, რათა განიხილონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გლობალური საკითხები, მიიღონ გადაწყვეტილებები და განსაზღვრონ სამომავლო ქმედებები. COP არის პლატფორმა, სადაც ხდება საერთაშორისო კლიმატის პოლიტიკის კოორდინაცია და განვითარება, მათ შორის პარიზის შეთანხმების ფარგლებში.
რას ნიშნავს დამკვირვებლის სტატუსი RICDOG სთვის?
დამკვირვებლის სტატუსი COP-ზე (Conference of the Parties) ნიშნავს, რომ RICDOG-ს ეძლევა შესაძლებლობა დაესწროს შეხვედრებს, მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებში და დააკვირდეს პროცესებს, მაგრამ არ აქვს გადაწყვეტილებების მიღების ან ხმის მიცემის უფლება, რასაც უშუალოდ ქვეყნის წარმომადგენლები ახორციელებენ.
დამკვირვებელი ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის, კლიმატის პოლიტიკის შეფასებასა და გადაწყვეტილებების მონიტორინგის მიმართულებით.
რატომ მიიღო დაკვირვებლის აკრედიტაცია RICDOG-მა?
მრავალი წელია RICDOG კლიმატის მოქმედებათა ქსელის (Climate Action Network) წევრია აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. CAN – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, რომელიც მხარეთა მოლაპარაკებებში არის ჩართული. ამ ქსელში მიღებული გამოცდილების საფუძველზე RICDOG-ი აქტიურად არის ჩართული რეგიონულ და გლობალურ დონეზე კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის საკითხებში.
რას ნიშნავს დამკვირვებლის სტატუსი RICDOG-ისთვის?
გაეროს ეს უმაღლესი დონის მოლაპარაკებები, რომელიც საშუალოდ 30 000 მონაწილეს აერთიანებს ყოველწლიურად ტარდება. მასში მხოლოდ UNFCCC წევრი ქვეყნების ან აკრედიტირებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეუძლიათ მონაწილეობა. აქამდე RICDOG-ი სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარების მეშვეობით იყო ჩართული კონფერენციაში. აკრედიტაციის შემდეგ კი RICDOG-ს წარმომადგენლები ორგანიზაციის სახელით შეეძლებენ მონაწილეობა.