მარტი 19, 2026 Category: Uncategorized
122 views

დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდა ლიდერთა ბანაკი

დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდა ლიდერთა ბანაკმა გააერთიანა 19 ახალგაზრდა 5 რეგიონიდან – იმერეთიდან, აჭარიდან, სამეგრელოდან, რაჭა-ლეჩხუმიდან და გურიიდან.

ბანაკის ფარგლებში მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ ინტენსიურ სამუშაო პროცესში, რომელიც ორიენტირებული იყო მათი საკვანძო კომპეტენციების განვითარებაზე. პროგრამა მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა ლიდერობა, გუნდური მუშაობა, ინიციატივების მართვა, აქტიური მოქალაქეობა და ციფრული/მედია კომუნიკაცია.

სასწავლო პროცესი დაფუძნებული იყო არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის მიდგომებზე, რაც უზრუნველყოფდა მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას, გამოცდილებით სწავლასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.

ბანაკის მთავარი მიზანი იყო დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდა ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერება, მათი შორის გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობა და ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ახალგაზრდები შეძლებდნენ საკუთარი იდეების განვითარებასა და სამოქალაქო აქტივობაში ჩართვას.

შეხვედრების / სესიების სპიკერებს შორის იყვნენ:

  • ირაკლი თევზაძე – RICDOG-ის გენერლაური მდივანი, ახალგაზრდული მუშაკი.
  • ნუგზარ კოხრეიძე – RICDOG დამფუძნებელი / თავმჯდომარე, ტრენერი და ქოუჩი.

Leave A Review

ka_GEGeorgian

Account details will be confirmed via email.